ია გრიგალაშვილი

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1996 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული ლიტერატურის სპეციალობით, რომელიც 1999 წელს დაამთავრა წარჩინებით. 2000 წლიდან მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 2002 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “სტეფანე მტბევრის “გობრონის წამება”.
2006 წლიდან მუშაობდა მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტში ასისტენტ პროფესორად, 2007-2009 წლებში - ილია ჭავჭავაძის ეროვნულ უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორად, 2008 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომელია. Gგამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია, 30 სამეცნიერო შრომა. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

ელ-ფოსტა: ia.grigalashvili@tsu.ge