მერი ნიკოლაიშვილი

დაიბადა თბილისში 1941 წელს. 1966 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „სვანური ენის ხმოვანთა რედუქციის სტრუქტურული ანალიზი“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
2000 წელს მისი სახელმძღვანელოთი («Грузинский язык», 1999 г.) ჩატარდა სახელმწიფო პროგრამა „ვილაპარაკოთ ქართულად“ არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის. პროგრამას ჰყავდა 1000 მსმენელი და იყო წარმატებული
იგი არის 70-მდე შრომის ავტორი (4 მონოგრაფია და 7 სახელმძღვანელო).
სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ქართველური ენების ლინგვო-კულტუროლოგიური კვლევა.

ელ-ფოსტა: meri.nikoleishvili@tsu.ge