დარეჯან თვალთვაძე

დარეჯან თვალთვაძე დაიბადა 1958 წელს. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ("ეფრემ მცირე - ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის კომენტატორი") და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნი­ერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იგი არის 1 მონოგრაფიის,  5 სახელმძღვანელოსა და 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად.


სამეცნიერო ინტერესების სფერო: ძველი ქართული ენა, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართული პალეოგრაფია, კოდიკოლოგია,  ახალი აღთქმის ქართული თარგმანის ტექსტისა და ენის საკითხები, შუა საუკუნეების  ძველი ქართული თარგმანები, ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობები.

ელ-ფოსტა: darejan.tvaltvadze@tsu.ge