ნანა გაფრინდაშვილი
ნანა გაფრინდაშვილი დაიბადა 1958 წელს. სწავლობდა ბელორუსიის სახელწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ("ქართულ-ბელორუსული ლიტერატურული ურთიერთობები XX საუკუნის 60-80-იან წლებში) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1993 წელს _ სადოქტორო დისერტაცია ("უცხოეროვნული ლიტერატურისა და სამყაროს აღქმის თავისებურებანი _ ისტორიულ-შედარებითი კვლევა") და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2000 წელს ნანა გაფრინდაშვილს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. იგი არის 1 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოსა და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორად.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: თარგმანმცოდნეობა, ლიტერატურული კომპარატივისტიკა, რიტორიკა, ლიტერატურის თეორია, ქართული მართლწერის საკითხები.