შეფასების სისტემა

სტატია შეფასდება 100-ქულიანი სისტემით.

ჟურნალში სტატია  დაიბეჭდება  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ექსპერტი  ნაშრომს შეაფასებს დადებითად (დადებით შეფასებად ითვლება 51 ქულა).

შეფასების დროს გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:

  • ნაშრომის შინაარსი    (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა)
    მოწმდება: დასმული პრობლემის აქტუალობა და კვლევის მიზანი.
  • ანალიზის   სიღრმე  და კვლევის ხარისხი  (მაქსიმალური შეფასება  20 ქულა)
    მოწმდება: ავტორის მიერ ყველა იდეის  სრულად განვითარება. საკითხის სიღრმისეულად  და    ამომწურავად შესწავლა. არგუმენტაციის სიზუსტე, კონკრეტულობა და კომპლექსურობა;  სამეცნიერო ლიტერატურის შესაბამისობა  საკვლევ თემასთან.
  • მონაცემთა სანდოობა (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა)
    მოწმდება:  მონაცემების სისწორე.  ეყრდნობა თუ არა ავტორი პირველწყაროს მონაცემებს.  დამოწმებულია თუ არა ყველა ციტირებული წყარო აღნიშნული ნაშრომის ბიბლიოგრაფიაში.
  • ნაშრომის    სტრუქტურა (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა)
    მოწმდება: არის თუ არა სტატია  კარგად ორგანიზებული, თითოეული პარაგრაფი სრულად  განვრცობილი.
  • შედეგები (მაქსიმალური შეფასება 20 ქულა)
    მოწმდება:  არის თუ არა კვლევის შედეგები  ახალი და მნიშვნელოვანი;  ლოგიკურია თუ  არა  დასკვნები.

 

შენიშვნა: ინფორმაცია რეცენზენტენის შესახებ კონფიდენციალურია. 51 ქულაზე ნაკლები შეფასების მიღების შემთხვევაში ნაშრომი არ დაიბეჭდება.