კოდების გადართვის ფუნქციები და გამოყენების სიხშირე ქართულ საგანმანათლებლო დისკურსში

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-18

1.    ლიტერატურის მიმოხილვა

ტერმინი კოდების გადართვა ფართოდ გამოიყენება სოციოლინგვისტიკის, ლინგვისტიკის, ლინგვისტური ანთროპოლოგიის, სოციოკულტუროლოგიის, ბილინგვური განათლების დარგებში. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად კოდების გადართვის ცნების სხვადასხვა განმარტება არსებობს.

სტატიაში დამოწმებული მეცნიერების ნაწილი ტერმინს – კოდების გადართვა –  სოციოლინგვისტიკის პრიზმაში განიხილავს, ხოლო მეორე ნაწილი მას კოდების გადართვის გამოყენების სტრუქტურული მახასიათებლების გათვალისწინებით განმარტავს. ნაწილი მეცნიერებისა კოდების გადართვის უმთავრეს განმსაზღვრელ ფაქტორად კონტექსტს მიიჩნევს. რ. ვორდოს განმარტებით, „კოდების გადართვა საკომუნიკაციო სტრატეგიაა, რომლის ამოცანაა დაამკვიდროს, გადალახოს ან გააბათილოს ჯგუფური საზღვრები; შექმნას, წაახალისოს ან შეცვალოს პიროვნებათა შორისი კავშირები მათი უფლებებისა და მოვალეობების დაცვით; მეტაფორული კოდების გადართვა კი ხდება მაშინ, როდესაც იცვლება საუბრის აღქმა, მიზანი და თემა“ [Wardaugh, 1998:100].

კ. მაიერს-სკოტონი გვთავაზობს ზოგად განმარტებას: „ენის ორი ვარიაციის გამოყენება ერთ სამეტყველო ქმედებაში [Myers-Scotton, 1993:47]. კოდების გადართვა განსხვავდება სხვა რიგი ტერმინებისაგან, რომლებიც ენათაშორისი კავშირის ფენომენს გამოხატავენ, ესენია: კალკი, ნასესხები სიტყვები, პიჯინი[1], კრეოლური ენა, გადატანა და ინტერფერენცია. ამავე განმარტების მიხედვით, არა მხოლოდ კონტექსტური ფაქტორი განაპირობებს კოდის შერჩევას, არამედ ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა: სოციალური იდენტობა, განათლება და მოსაუბრის არჩევანი.

ქ. არიფინის აზრით, კოდების გადართვის დროს სასურველია, გათვალისწინებულ  იქნეს სამი კონტექსტური  ფაქტორი:

1. მოსაუბრეთა შორის ურთიერთობა;

2. საუბრის გარემო და ვითარება;

3. საუბრის თემა“ [Ariffin, 2011: 220].

ზემოთ მოყვანილ განმარტებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კოდების გადართვა, ძირითადად, დამახასიათებელია ორენოვანი და მრავალენოვანი საზოგადოებისთვის. კოდების გადართვა შესაძლოა, მოსაუბრემ განზრახ განახორციელოს, რათა დაამკვიდროს, გადალახოს ან გააბათილოს ჯგუფური ზღვრები. კონტექსტი კოდების გადართვის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია.

კოდების გადართვის ტიპები, ისევე როგორც ამ ტერმინის განმარტება, სხვადასხვა მეცნიერის მიხედვით, ორ ჯგუფად იყოფა. პირველ ჯგუფში უნდა გამოვყოთ მეცნიერთა ნაწილი: შ. პოპლაკი [Poplack, 1980], კ. მაიერს-სკოტონი [Myers Scotton, 1993], პ. მიუსკინი [Muysken, 2005], რომლებიც გვთავაზობენ კოდების გადართვის სტრუქტურულ ანუ ლინგვისტურ სხვადასხვა ტიპოლოგიას. მეორეა სოციოლინგვისტური კლასიფიკაცია, რომელსაც სტატიაში მოგვიანებით შევეხებით.

ერთ-ერთი ნორვეგიული სოფლის, ჰამნესბერგეტის (Hemnesberget), მეტყველების შესწავლის პროცესში ჟ. პ. ბლუმმა და ჯ. ჟ. გამპერცმა [Bloom... 1972] ერთმანეთისგან განასხვავეს სიტუაციური და მეტაფორული კოდების გადართვები. 

კოდების სიტუაციურ გადართვაში განიხილება შემთხვევა, რომელიც საუბრის მონაწილეთა ინტერესებისა და მოვალეობების ცვლილებას შეეხება“ [Bloom... 1972: 87], მაგალითად, როდესაც ქართველი ლექტორი ატარებს ლექციას (ფორმალური გარემო) ინგლისურად და გადაერთვება ქართულ ენაზე სტუდენტებში დისკუსიის წახალისების მიზნით. ლექტორისა და სტუდენტებისთვის ეს გადართვა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მიუთითებს ფორმალური ლექციის სიტუაციიდან არაფორმალურ დისკუსიაში გადართვას.

საგულისხმოა ისიც, რომ სიტუაციური კოდების გადართვა შესაძლოა, არ იყოს გამოწვეული საუბრის შინაარსის ცვლილებით. სამაგიეროდ, შესაძლოა, თავად კოდების გადართვამ შეუწყოს ხელი ამ ცვლილებას.

ჯ. ჟ. გუმპერცი გამოყოფს, ასევე, ტერმინსმეტაფორული კოდების გადართვა, რომელიც მიუთითებს მოსაუბრეთა შორის ურთიერთობის და არა სიტუაციის ცვლილებაზე“ [Gumperz, 1982: 61], მაგალითად, სტუდენტი ლექტორს ლექციაზე ესაუბრება ფორმალური ტონით, მაგრამ, როცა პირად პრობლემებს ეხება, შესაძლოა, გადაერთოს ქართულ ენაზე, რათა უფრო უშუალო და ახლო ურთიერთობა დამყარდეს. მეტაფორული კოდების გადართვას ჯ. ჟ. გუმპერცი  სასაუბრო კოდების გადართვას უწოდებს.

უცხო ენ(ებ)ის სწავლების საკლასო დისკურსში კოდების გადართვა მრავალმხრივ შესწავლილია როგორც სოციოლინგვისტიკისა და ფსიქოლინგვისტიკის, ისე უცხო ენის სწავლების მეთოდოლოგიური კუთხით. საქართველოში კოდების გადართვა ქართულ ლინგვისტიკაში შესწავლილია წოვათუშურისა და ქართულის მაგალითზე (გიგაშვილი, 2016). ინგლისურისა და ქართულის შეპირისპირებაზე კვლევები ნაკლებად გვხვდება. სწორედ ეს წარმოადგენს ამ ნაშრომის სიახლეს. საკვლევი თემისადმი ინტერესს ინგლისურის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროცესში მასწავლებლების ქართულ ენაზე გადართვის სიხშირე და ფუნქციური მახასიათებლები წარმოადგენს.

კოდების გადართვა ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც აადვილებს როგორც კომუნიკაციას, ასევე სწავლა-სწავლების პროცესს“ [Eldridge, 1996]. საგანმანათლებლო კონტექსტში კოდების გადართვის გამოყენებას დღეს მსოფლიო მასშტაბით იკვლევენ. ჩატარებული კვლევების ინტერესს უცხო ენის სწავლა-სწავლების საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლისა და მოსწავლის მიერ კოდების გადართვის საკომუნიკაციო მიზნებისათვის გამოყენება წარმოადგენს.

მ. კ. ო. ბრაგას კვლევა განხორციელდა არა უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და, ძირითადად, ორიენტირებული იყო კოდების გადართვის მიმართ მასწავლებლის განწყობაზე. მ. კ. ო. ბრაგას კვლევამ - იუმორი EFL დამწყებ საფეხურზე - გამოავლინა, რომ „საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლები კოდების გადართვას იყენებდნენ დავალების შესწორებისას  შეცდომების იუმორისტულ სიტუაციაში გადატანის სტრატეგიად“ [Braga, 2000].

EFL სწავლა-სწავლების პროცესში კოდების გადართვა ქმნის კომფორტულ გარემოს. მაგალითად, თურქეთში საშუალო საფეხურის EFL სწავლა-სწავლების პროცესში ჩართულ მოსწავლეთა კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ კოდების გადართვა პასუხობს ზოგადსაგანმანათლებლო მიზნებს [Eldridge, 1996: 303].

ჯ. მ. ბერგსლითნერმა გამოიკვლია გრამატიკა და ჩართულობა A2 (Pre-intermediate) საფეხურზე ინგლისურის, როგორც უცხო ენის (EFL) სწავლა-სწავლების პროცესში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლეები იყენებდნენ კოდების გადართვას, რათა უკეთ გამოეთქვათ აზრი გრამატიკული ფორმებისა და მნიშვნელობების განხილვის დროს [Bergsleithne, 2002].

ზემოთ მოყვანილ კვლევებს საერთო საკითხი აერთიანებდათ: ეს იყო კოდების გადართვისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩვენება. მეორე მხრივ, გვხვდება ისეთი კვლევებიც, რომელთა საკვლევი თემა სამიზნე ენის გამოყენების სიხშირე და ეფექტიანობაა.

ერთ-ერთი კვლევის მიზანი, სამიზნე ენის საკლასო ოთახში გამოყენებასთან დაკავშირებით, იყო მეორე ენის ათვისების პროცესში ხელსაყრელი სასწავლო პირობების კვლევა [Guthrie, 1984], უნდა დაედგინათ სწავლების პროცესში სამიზნე ენის გამოყენების სიხშირე. კვლევა განხორციელდა ექვს უნივერსიტეტში ფრანგული ენის მასწავლებლებთან. გამოირკვა, რომ ექვსიდან ხუთი მასწავლებელი დაახლოებით 83-98%-ში სამიზნე ენას იყენებდა.

წარმოვადგენთ კიდევ ერთ კვლევას, რომელიც ხუთ სხვადასხვა კლასში ფრანგული ენის ოთხ მასწავლებელთან ჩატარდა. აქ რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების ანალიზის შედეგად გამოირკვა კოდების გადართვის სამი ფუნქცია: 1. თარგმანიკოდების გადართვას მასწავლებელი სტუდენტებისთვის შინაარსის უკეთ აღსაქმელად მიმართავს; 2. მეტალინგვისტური გამოყენებაგადართვა უცხო ენიდან მშობლიურ ენაზე თავად უცხო ენის განსახილველად; 3. საკომუნიკაციო გამოყენება (გადართვა უცხო ენიდან მშობლიურზე საკომუნიკაციო მიზნებისათვის).

გ. ფერგუსონის კვლევის შედეგებიდან (ეყრდნობა აფრიკაში, როგორც პოსტ-კოლონიურ კონტექსტში, ჩატარებულ კვლევებს) ვიგებთ, რომ მასწავლებლის მიერ კოდების გადართვის გამოყენების ფუნქციები საკლასო ოთახში  მიკროფუნქციების კატეგორიის ქვეშ ერთიანდება და სამ ფართო კატეგორიად იყოფა:  პირველი კატეგორია აჩვენებს, რა ფუნქციას ასრულებს კოდების გადართვა სასწავლო მასალის გადმოსაცემად, მეორე კატეგორია საკლასო/საგაკვეთილო პროცესის მართვას ეხება, ხოლო მესამე – ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობას  ასახავს.

ზემოაღნიშნული სამი ვრცელი კლასიფიკაცია  იყოფა ქვეკატეგორიებად:

1. შინაარსის (გაკვეთილის თემისა და კურიკულუმში გაწერილი ენის უნარების) გადაცემა

·       პარალელური თარგმანი (მაგ., მშობლიურ ენაზე);

·       განმარტება (მაგ., სიტყვისა);

·       ახსნა (მაგ., საგაკვეთილო მასალის: გრამატიკული საკითხებისა);

·       გაუგებარი საკითხის განმარტების მიზნით;

·       კულტურული შესაბამისობის გამოხატვა;

·       მოსწავლეთა მიერ გაგებულის შემოწმება;

·  ინგლისურად სწორად წარმოთქმაზე მოსწავლეებისთვის ყურადღების გამახვილების მიზნით;

2. საკლასო/საგაკვეთილო  პროცესის მართვა

· მოსწავლეებისა და მასწავლებლების საკლასო დავალებების ორგანიზება;   

· დისციპლინისა და საგაკვეთილო პროცესის სტრუქტურის შენარჩუნების მიზნით;

3. პიროვნებათშორისი ურთიერთობები

მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პიროვნებათშორისი ურთიერთობების გამყარება (მოსწავლეებთან წყვილში ან ჯგუფური მუშაობა);

მოსწავლეებში შფოთის შემსუბუქების მიზნით;

ინგლისური ენის სწავლის პროცესში მოსწავლის მოტივაციისა და თავდაჯერებულობის გაზრდის მიზნით;

მოსწავლის წახალისების მიზნით;

მოსწავლის შექების მიზნით;

მოსწავლისთვის უკუკავშირის მიცემის მიზნით;

მოსწავლეების ჩართულობის გაზრდის მიზნით.ზემოთ მოყვანილი მაგალითები შეგვიძლია დავაჯგუფოთ შემდეგი ნიშნის მიხედვით: კვლევები კოდების გადართვის ქცევაზე: სკოლაში - უნივერსიტეტში; გამოყენების ეფექტიანობა და/ან სიხშირე, მასწავლებლის განწყობა და/ან მოსწავლის/სტუდენტის განწყობა.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული კვლევა ეყრდნობა გ. ფერგუსონის [Ferguson, 2003] კოდების გადართვის ქცევის ფუნქციების კლასიფიკაციის სახეცვლილ ვერსიას. ამ მიზნით შედგენილ კითხვარში გამოყენებულია ფერგუსონის კლასიფიკაციის (სასკოლო შინაარსის მქონე) რამდენიმე ფუნქცია, რომლებიც მორგებულია საუნივერსიტეტო სწავლებასთან. ამასთანავე, ჩვენი კვლევა ლ. ფ. გუთრის [Guthrie, 1984] კვლევასთანაც ახლოსაა, თუმცა ჩვენს შემთხვევაში უცხო ენა ინგლისურია.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კოდების გადართვის ქცევა ინგლისურის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროცესში ქართულ საგანმანათლებლო კონტექსტში ნაკლებადაა შესწავლილი და საჭიროებს როგორც სოციოლინგვისტურ, ისე – სტრუქტურულ კვლევებს.

ნაშრომის პრაქტიკული ღირებულება კვლევის შედეგად მოპოვებული შედეგები საინტერესო და საგულისხმოა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალში აპირებენ კოდების გადართვის ქცევის ლინგვისტურ ან პედაგოგიკურ კვლევას; ასევე, უცხო ენის პედაგოგებისა და ინგლისური ენის სწავლების მეთოდისტებისთვის.

კვლევის შეზღუდვაკორონა ვირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო სტრუქტურული ანალიზი, ლექციებზე სისტემატური დასწრება და დაკვირვება ვერ მოხერხდა. ამასთანავე, დისტანციურ რეჟიმში სწავლება პირისპირ სწავლებისაგან განსხვავდება. ის სრულიად სხვა გამოწვევებთან და  გარემო ფაქტორებთანაა დაკავშირებული.

2.    ემპირიული კვლევა

წინამდებარე კვლევისათვის გამოყენებულია სოციოლინგვისტიკის დარგიდან აღებული კვლევის მეთოდი - რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ჩატარდა „ონლაინ“ კითხვარის გამოყენებით (Google Form). უნივერსიტეტების ადმინისტრაციის დახმარებით, სხვადასხვა, მაგ., Lms.tsu.ge; Argus.iliauni.ge პლატფორმების მეშვეობით, კითხვარი გაეგზავნა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის ზოგადი ინგლისურის კურსის თითქმის ყველა ლექტორსა და მათს სტუდენტს, რომლებთაგან 92 ლექტორისა და 220 სტუდენტის პასუხები შეგროვდა.

კითხვარი წარმოადგენს ფერგუსონის კლასიფიკაციის მოდიფიცირებულ ვერსიას  [Ferguson, 2003]. იგი გამოყოფს საკლასო ოთახში მასწავლებლის მიერ კოდების გადართვის ფუნქციების სამ კატეგორიას: პირველი კატეგორია აჩვენებს, საგაკვეთილო მასალაზე მუშაობისას რა ფუნქციას ასრულებს მასწავლებლის მიერ კოდების  გადართვა, მეორე კატეგორია საკლასო/საგაკვეთილო პროცესის მართვას ეხება, ხოლო მესამე – ადამიანებს შორის ურთიერთობებს (მასწავლებელსა და მოსწავლე(ებ)ს შორის).

ლექტორების ასაკი დავყავით გარკვეული ინტერვალებით. პროცენტულობა, მათი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამგვარად  გადანაწილდა: 26-30 – 35%, 31-35 – 12%, 36-40 – 12%, 41-45 – 20%, 46-50 – 5%, 51-55 – 3%, 56-60 – 13%. ყველაზე დიდი რაოდენობა- 35%  26-30 წლის ლექტორები იყვნენ. შედეგების მიხედვით, ყველაზე ახალგაზრდა გამოკითხულ ლექტორთა ასაკობრივი ინტერვალი 26-30 წლით განისაზღვრა.

რაც შეეხება  გამოკითხულ ლექტორთა სქესს, მათი უმრავლესობა მდედრობითი სქესისაა - 95%, მხოლოდ 5% გახლავთ კვლევაში მონაწილე  მამრობითი სქესის ლექტორი. გამოკითხული ლექტორები ასწავლიან შემდეგ უნივერსიტეტებში: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 62%, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 27%, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 3%, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი – 1%,  კავკასიის უნივერსიტეტი – 3%,  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი – 3% და ახლო აღმოსავლეთის ამერიკული კოლეჯი – 1%.

რაც შეეხება რესპონდენტთა ეროვნებას, მათი უმეტესობა ქართველია (97%), აზერბაიჯანელია 2%, სომეხი – 1%.

იმის მიუხედავად, რომ გამოკითხულების უმრავლესობა ქართველია, მათი სასაუბრო ენა ოჯახის წევრებთან განსხვავებულია, მაგალითად: ოჯახის წევრებთან სასაუბროდ მხოლოდ ქართულს იყენებს ლექტორთა 87%, მხოლოდ რუსულს – 2%, ქართულსა და რუსულს   2%, ინგლისურსა და ქართულს 3%, აზერბაიჯანულსა და ქართულს 2%, მხოლოდ ინგლისურს 1%, ქართულს, ინგლისურს, თურქულს და ზოგჯერ რუსულს 1%, ქართული, თურქული, ინგლისური, რუსული – 1%, ქართული, იშვიათად რუსული ან ინგლისური – 1%. მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოკითხული ლექტორების 10% ოჯახის წევრებთან სასაუბროდ ორ ენას იყენებს.

ინგლისური ენის  ზოგადი კურსის ლექტორთა სწავლების სტაჟი განისაზღვრა 5- წლიანი ინტერვალებით: 0-5-წლიანი სწავლების სტაჟი აქვს გამოკითხული ლექტორების 10%-ს, 6-10 - 36%-ს, 11-20 - 29%-ს, 21 და მეტი - 25%-ს.

კვლევაში მონაწილე ლექტორთა საგანმანათლებლო ხარისხი და პროფესია ამგვარად განაწილდა: საგანმანათლებლო ხარისხი მიუთითა გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან, 92-დან, 60-მა (მიახლოებით 65%), რომელთაგან 38 ლექტორი მაგისტრია, 14 –  დოქტორი, 7 ლექტორი 5-წლიანი სწავლების კურსდამთავრებული, 1 კი ბაკალავრის ხარისხის მქონეა. რაც შეეხება მათს პროფესიას, გამოკითხულებიდან, 92-დან, 50-მა (54%) მასწავლებელმა მიუთითა პროფესია: მასწავლებლის განათლება 17 ლექტორი, განათლების მენეჯმენტი 2, ინგლისური ფილოლოგია 27, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი 1, მთარგმნელ-თარჯიმანი 2, საერთაშორისო სამართალი 1.

კვლევაზე დაყრდნობით, გამოვყავით ინგლისური ენის სწავლების 3 ყველაზე გავრცელებული დონე, ესენია: Intermediate B1 (43%); Upper-Intermediate B2 (32%); Pre-Intermediate A2 (16%). აგრეთვე, გამოკითხულთა მცირე ნაწილმა მიუთითა Elementary A1 (4%) და Advanced C1 (5%).

თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის გამოკითხულ ლექტორთა უმრავლესობას აქვს შესაბამისი კომპეტენცია და განათლების დონე ინგლისური ენის ზოგადი მოდულის სასწავლებლად. სწავლების  6-10-წლიანი სტაჟის მქონე ლექტორთა უმრავლესობის (35%) ასაკობრივი ჯგუფი 26-30 წლით განისაზღვრა.

რაც შეეხება სტუდენტებს, მათი ასაკიც დავყავით გარკვეული ინტერვალებით. პროცენტულობა მათი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ამგვარად  გადანაწილდა: 18-20 – 71%, 21-25 - 26%, 26-30 – 3%. ყველაზე დიდი რაოდენობა - 71% - 18-20 წლის სტუდენტები იყვნენ.

რაც შეეხება გამოკითხულ სტუდენტთა სქესს, მათი უმრავლესობა მდედრობითი სქესისაა 74%, მხოლოდ 26%-ს შეადგენენ კვლევაში მონაწილე  მამრობითი სქესის სტუდენტები. გამოკითხული სტუდენტები სწავლობენ შემდეგ უნივერსიტეტებში: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 72%, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 28%, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 1%. 

რაც შეეხება რესპონდენტთა ეროვნებას, მათი უმეტესობა ქართველია  91%, აზერბაიჯანელია 4%, სომეხი  3%, იეზიდი –  1%, უკრაინელი –  0.5%, ნახევრად ქართველი, ნახევრად რუმინელი –  0.5%.

იმის მიუხედავად, რომ გამოკითხულების უმრავლესობა ქართველია, განსხვავებულია მათი სასაუბრო ენა ოჯახის წევრებთან, მაგალითად: ოჯახის წევრებთან სასაუბროდ მხოლოდ ქართულს იყენებს სტუდენტთა 92%, მხოლოდ აზერბაიჯანულს –  3%, მხოლოდ რუსულს 3%, მხოლოდ სომხურს  2%. მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოკითხული სტუდენტების მხოლოდ 1% იყენებს  ორ ენას  ოჯახის წევრებთან სასაუბროდ, თუმცა სავარაუდოა ის ფაქტი, რომ სტუდენტების 9%-ს საუნივერსიტეტო სივრცეში სასწავლო და საკომუნიკაციო მიზნებისთვის უწევს ორი ენის გამოყენება.

ინგლისური ენის ზოგადი კურსის სტუდენტები, რომლებიც ინგლისურს, როგორც უცხო ენას, სწავლობენ 0-5 წელი, შეადგენენ 18%-ს,  6-10 წელი – 32%-ს; 11-20 - 45%-ს; 21 და მეტი 6%-ს.

გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობა (97%) ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტია, მხოლოდ 3% არის მაგისტრატურის სტუდენტი.

კვლევაზე დაყრდნობით, გამოვყავით ინგლისური ენის სწავლების 3 დონე, რომლებიც სტუდენტებმა ბოლოს გაიარეს, ესენია: Intermediate B1 (52%); Pre-Intermediate A2 (24%); Upper-Intermediate B2 (16%); აგრეთვე, გამოკითხულთა მცირე ნაწილმა მიუთითა Elementary A1 (6%) და Advanced C1 (2%).

თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობას აქვს ყოველდღიური კომუნიკაციის დასამყარებლად საჭირო კომპეტენცია ინგლისურ ენაში, მათი დონე B2-B1 ინტერვალით განისაზღვრა. გამოკითხულთა უმრავლესობა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტია.

   

2.1 კვლევის შედეგები

 

რაოდენობრივი კვლევის შედეგებს განვიხილავთ ორმხრივად, კერძოდ, ლექტორებისა და მათი სტუდენტების პასუხების შედარების საფუძველზე.

ცხრილი 1.

ითხვა

81-100%

61-80%

41-60%

21-40%

0-20%

ლექტორი იყენებს დაახლოებით ______% ინგლისურ ენას

ლ.

 

87%

ს.

 

81%

ლ.

 

11%

ს.

 

12%

ლ.

 

2%

ს.

 

6%

ლ.

 

-

ს.

 

-

ლ.

 

-

ს.

 

1%

ლექტორი იყენებს დაახლოებით______% ქართულ ენას

-

9%

-

2%

1%

5%

12%

14%

87%

70%

აღნიშნული ცხრილის პირველი კითხვის  მიხედვით, სტატისტიკური დასკვნების თეორიის მეშვეობით, ერთგვაროვნების ჰიპოთეზის კვადრატ კრიტერიუმის გამოყენებით, მივიღეთ, რომ გამოკითხული ლექტორებისა (ლ.) და სტუდენტების (ს.) პასუხები (პროცენტებში) სტატისტიკურად ერთგვაროვანია (2.65 კოეფიციენტი), ხოლო მეორე კითხვაზე პასუხები  არაერთგვაროვანი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ლექტორების დაახლოებით 50-60% ქართულ ენასაც იყენებს ზოგადი ინგლისურის კურსის წაყვანისას (15.45 კოეფიციენტი).

შემდეგი ორი ცხრილი წარმოადგენს კოდების გადართვის ფუნქციებს ქართულ საგანმანათლებლო დისკურსში. გამოკითხულთა პასუხები შემდეგ ორ კითხვაზე ლიკერტის სკალის (საერთოდ არ ვეთანხმები, არ ვეთანხმები, ვეთანხმები, სრულიად ვეთანხმები) მეშვეობით შეგროვდა, რაც, პასუხების ერთგვაროვნების გარდა, ლექტორების კოდების გადართვისადმი (ლექტორებისა და სტუდენტების) დამოკიდებულების დადგენის საშუალებასაც გვაძლევს. პასუხების სანდოობის თვალსაზრისით, ორივე მხარეს (ლექტორებსა და სტუდენტებს) შევავსებინეთ კითხვარი ერთსა და იმავე კითხვებზე.

ცხრილი 2.

ჯგუფი              

ფუნქციები

წინა სალექციო მასალის მიმოხილვა

სიტყვის ქართული განმარტების მისაცემად

სალექციო მასალის ახსნის პროცესში

ქართული კულტურული შესაბამისობის გამოხატვისას

ქართულად პარალელური თარგმანის დროს

სტუდენტთან წყვილში ან ჯგუფური მუშაობისას

ლექტ.

საშუალო

1.50

2.25

1.74

2.62

2.37

1.64

რაოდენობა

92

92

92

92

92

92

სტ.გადახრა

.703

.979

.754

.912

1.013

.909

სტუდ.

საშუალო

2.10

2.80

2.25

2.57

2.68

2.10

რაოდენობა

220

220

220

220

220

220

სტ.გადახრა

.903

.884

.896

.860

.906

.921

ყველა

საშუალო

1.93

2.64

2.10

2.58

2.59

1.96

რაოდენობა

312

312

312

312

312

312

სტ. გადახრა

.892

.946

.887

.874

.948

.940

     ცხრილი 2 მიზნად ისახავს ლექტორებისა და სტუდენტების პასუხების საშუალო არითმეტიკულის შედარებას გამოკითხულთა დამოკიდებულების განსაზღვრის მიზნით. მაგალითად, ლექტორების მიერ კოდების გადართვა „წინა სალექციო მასალის მიმოხილვისას“ ამ საკითხზე ლექტორების საშუალო არითმეტიკული 1.5 არის, ხოლო სტუდენტებისა  2.1. ლიკერტის სკალა მონაცემთა ბაზაში წარმოვადგინეთ, როგორც: 1- სრულიად არ ვეთანხმები, 2 - არ ვეთანხმები, 3 - ვეთანხმები, 4 - სრულიად ვეთანხმები. მაშასადამე, სტუდენტები უფრო ეთანხმებიან (საშუალო - 2.1), რომ ინგლისური ენის ზოგადი კურსის ლექტორი ქართულ ენაზე გადაერთვება წინა სალექციო მასალის მიმოხილვისას, ვიდრე თავად ლექტორები, ვინაიდან მათი საშუალო 1.5 გახლავთ. ლექტორებისა და სტუდენტების პასუხების საშუალო შემდეგ ფუნქციაზე ლექტორების მიერ ქართულ ენაზე გადართვა „სიტყვის ქართული განმარტების მისაცემად“  შედარებით პოზიტიურია (საშუალო - 2.80), ხოლო ლექტორებისა (საშუალო - 2.25)  - ნეგატიური.

ცხრილი 3-ის მიზანი სწორედ გამოკითხულთა პასუხების ერთგვაროვნების დადგენას ემსახურება. თუ მნიშვნელოვნება (significance) Sig < 0.05, მაშინ შეფასებებს შორის მიღებული სხვაობა სტატისტიკურად სანდოა, ანუ შეფასებები არაერთგვაროვანია და განსხვავდება ერთმანეთისგან.

ცხრილი 3.

 ფუნქციები

Sum of Squares

df

Mean Square

F

Sig.

წინა სალექციო მასალის მიმოხილვა

ჯგუფებს შორისი

23.709

1

23.709

32.871

0.000

სიტყვის ქართული განმარტების მისაცემად

ჯგუფებს შორისი

19.624

1

19.624

23.538

0.000

სალექციო მასალის ახსნის პროცესში

ჯგუფებს შორისი

17.233

1

17.233

23.484

0.000

ქართული კულტურული შესაბამისობის გამოხატვისას

ჯგუფებს შორისი

0.171

1

0.171

0.223

0.637

ქართულად პარალელური თარგმანის დროს

ჯგუფებს შორისი

6.325

1

6.325

7.178

0.008

სტუდენტთან წყვილში ან ჯგუფური მუშაობისას

ჯგუფებს შორისი

13.649

1

13.649

16.214

0.000

ფუნქციებზე რესპონდენტთა პასუხების ერთგვაროვნება საშუალებას გვაძლევს, შევადგინოთ ქართული საგანმანათლებლო დისკურსისთვის დამახასიათებელი ლექტორების კოდების გადართვის ფუნქციების კლასიფიკაცია. ცხრილის მიხედვით, სალექციო მასალაზე მუშაობისას მხოლოდ ერთი ფუნქციის შემთხვევაშია შეფასებები ერთგვაროვანი, სტუდენტები და ლექტორები ერთნაირად აფასებენ, რომ ლექტორი გადაერთვება ინგლისურიდან ქართულ ენაზე კულტურული განსხვავების შესაბამისობის გამოხატვის მიზნით.

მომდევნო ცხრილები სალექციო მეცადინეობის წარმართვის პროცესში არსებულ ფუნქციებს, მათ მიმართ გამოკითხულთა დამოკიდებულებასა და პასუხების ერთგვაროვნებას ეხება. ცხრილი 4 ადგენს დამოკიდებულების დონეს მონაწილეთა პასუხების საშუალო არითმეტიკულის შედარების საფუძველზე. როგორც ცხრილიდან ჩანს, სტუდენტების დამოკიდებულება ლექტორების მიერ კოდების გადართვისადმი უფრო დადებითია, ვიდრე თავად ლექტორებისა. მაგალითად, სტუდენტების ყველაზე პოზიტიური მაჩვენებელი მოდის შემდეგ ფუნქციაზე: „დახმარების თხოვნის დროს“. რაც შეეხება ლექტორებს, მათი დამოკიდებულება დადებითია „სტუდენტებთან არასალექციო თემაზე საუბრისას“ ქართულ ენაზე გადართვისას.

ცხრილი 4.

                                                         რესპონდენტები

 

 

 

ფუნქციები

ლექტორები

სტუდენტები

ყველა

ახსნილი მასალის მიმოხილვისას

საშუალო

1.61

2.12

1.97

რაოდენობა

92

220

312

სტანდარტული გადახრა

0.71

0.857

0.848

მითითებების მიცემის დროს

საშუალო

1.66

2.27

2.09

რაოდენობა

92

220

312

სტანდარტული გადახრა

0.73

0.858

0.866

დახმარების თხოვნის დროს

საშუალო

1.87

2.48

2.3

რაოდენობა

92

220

312

სტანდარტული გადახრა

0.815

0.899

0.917

აუდიტორიაში დისციპლინის დამყარების დროს

საშუალო

1.74

2.1

1.99

რაოდენობა

92

220

312

სტანდარტული გადახრა

0.783

0.875

0.864

სტუდენტების წახალისების დროს

საშუალო

1.63

2.1

1.96

რაოდენობა

92

220

312

სტანდარტული გადახრა

0.707

0.83

0.823

სტუდენტების შექების დროს

საშუალო

1.6

2.02

1.9

რაოდენობა

92

220

312

სტანდარტული გადახრა

0.712

0.791

0.791

 სტუდენტებისთვის შენიშვნის მიცემის დროს

საშუალო

1.79

2.07

1.99

რაოდენობა

92

220

312

სტანდარტული გადახრა

0.792

0.808

0.812

სტუდენტების გაფრთხილების დროს

საშუალო

1.78

2.12

2.02

რაოდენობა

92

220

312

სტანდარტული გადახრა

0.768

0.832

0.827

სტუდენტებთან არასალექციო თემაზე საუბრისას

საშუალო

2.4

2.32

2.34

რაოდენობა

92

220

312

სტანდარტული გადახრა

0.973

0.854

0.89

აუდიტორიის დაწყნარების მიზნით

საშუალო

1.82

2.09

2.01

რაოდენობა

92

220

312

სტანდარტული გადახრა

0.783

0.85

0.839

ამგვარად, ცხრილზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლექტორები ყველაზე დადებითად არიან განწყობილი სტუდენტებთან არასალექციო თემაზე საუბრისას ქართულ ენაზე გადართვისას, ხოლო ყველაზე უარყოფითად სტუდენტების შექების დროს ქართული ენის გამოყენებას ასახელებენ. სტუდენტებისა და ლექტორების უარყოფითი დამოკიდებულება სტუდენტების შექების მიზნით ერთგვაროვანია.

ცხრილი 5.

 ფუნქციები

Sum of Squares

df

Mean Square

F

Sig.

ახსნილი მასალის მიმოხილვისას

ჯგუფებს შორისი

16.839

1

16.84

25.238

0.000

მითითებების მიცემის დროს

ჯგუფებს შორისი

23.756

1

23.76

35.113

0.000

დახმარების თხოვნის დროს

ჯგუფებს შორისი

24.317

1

24.32

31.759

0.000

აუდიტორიაში დისციპლინის დამყარების დროს

ჯგუფებს შორისი

8.448

1

8.448

11.716

0.001

სტუდენტების წახალისების დროს

ჯგუფებს შორისი

14.028

1

14.03

22.139

0.000

სტუდენტების შექების დროს

ჯგუფებს შორისი

11.712

1

11.71

19.839

0.000

სტუდენტებისთვის შენიშვნის მიცემის დროს

ჯგუფებს შორისი

5.059

1

5.059

7.844

0.005

სტუდენტების გაფრთხილების დროს

ჯგუფებს შორისი

7.504

1

7.504

11.329

0.001

სტუდენტებთან არასალექციო თემაზე საუბრისას

ჯგუფებს შორისი

0.458

1

0.458

0.577

0.448

აუდიტორიის დაწყნარების მიზნით

ჯგუფებს შორისი

4.931

1

4.931

7.141

0.008

ცხრილი 5-ის გამოკითხულთა პასუხების ერთგვაროვნებას ადგენს, შესაბამისად „სტუდენტებთან არასალექციო თემაზე საუბრისას“ დებულებაზე შეფასებები ერთგვაროვანია, ანუ ლექტორების და სტუდენტების მიერ დაწერილი საშუალო შეფასებები არ განსხვავდება სტატისტიკურად ერთმანეთისგან.

 

3. დასკვნა

 

ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ლექტორების დაახლოებით 50-60% ქართულ ენასაც იყენებს ზოგადი ინგლისურის კურსის წაყვანისას.

რაც შეეხება კოდების გადართვის ფუნქციებს ქართულ საგანმანათლებლო კონტექსტში, სალექციო მასალაზე მუშაობისას და მეცადინეობის წარმართვის პროცესში ინგლისურიდან ქართულ ენაზე გადართვა სხვადასხვა ფუნქციური, კერძოდ, საკომუნიკაციო, კულტურული დატვირთვით ხასიათდება. მონაცემები გვიჩვენებს, რომ ლექტორების უმრავლესობა ყველა ჩვენ მიერ გამოკითხულ უნივერსიტეტში კოდების გადართვის ქცევას უარყოფითად აფასებს: 1. სალექციო მასალაზე მუშაობის პროცესში, მაგ., წინა სალექციო მასალის მიმოხილვა; 2. სალექციო მეცადინეობის წარმართვის პროცესში, მაგ., სტუდენტების შექების დროს. სტუდენტების უმრავლესობა ლექტორების მიერ კოდების გადართვის ქცევას დადებითად აფასებს: 1. მაგ., წინა სალექციო მასალის მიმოხილვისას, სალექციო მასალის ახსნის პროცესში; 2. მაგ., ახსნილი მასალის მიმოხილვის დროს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართულ აკადემიურ სივრცეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინგლისურის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროცესი კოდების გადართვით ხასიათდება. კვლევის შედეგების მიხედვით, შევძელით  კოდების გადართვის ან ცვალებადობის ფუნქციების კლასიფიკაცია ქართულ საგანმანათლებლო დისკურსში. ფუნქციები, ძირითადად, საკომუნიკაციო, სოციალური და კულტურათშორისი განსხვავების წარმოჩენის მიზანს ემსახურება, გამოიკვეთა კოდების გადართვის მიმართ ყველა გამოკითხული ლექტორის უარყოფითი განწყობაც. ფაქტობრივად, ყველა დებულებას სტუდენტები გაცილებით დადებითად აფასებენ, უფრო ეთანხმებიან, ვიდრე –  ლექტორები. კვლევაში მონაწილე სტუდენტების უმრავლესობა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმომადგენელია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთნაირად აფასებენ ყველა ამ პარამეტრს და მათ შეფასებებში განსხვავებები არ გამოვლენილა. მაშასადამე, ორივე უნივერსიტეტის სტუდენტების შეფასებები, დამოკიდებულების თვალსაზრისით, ერთგვაროვანია.

ამგვარად, ვინაიდან სტუდენტების დამოკიდებულება ინგლისური ენის ზოგადი კურსის ლექტორების ლექციაზე პირველი ენის გამოყენებისადმი დადებითია, ხოლო თავად ლექტორების უარყოფითი, სავარაუდოა რომ ლექტორების დამოკიდებულება განპირობებულია ენის სწავლების მათი ტრადიციული შეხედულებით (conventional view - ენის სწავლების პროცესში მხოლოდ ერთი ენის გამოყენებას), და არა სტუდენტების ქართული ენისადმი დადებითი დამოკიდებულების წახალისების მიზნით.

მიუხედავად იმისა რომ ლექტორების უმრავლესობა პირველი მშობლიური ენის გამოყენებისადმი უარყოფითადაა განწყობილი, სწავლებისას გამოკითხულთა 50-60% მაინც იყენებს ქართულ ენას. ამასთანავე, გასაკვირია ის გარემოებაც, რომ გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობას B1-B2 დონის ინგლისური ენის ზოგადი კურსი აქვს გავლილი, თუმცა ლექტორის მიერ პირველი, მშობლიურის ენის გამოყენება მათთვის მაინც სასურველად ითვლება.

 

კვლევის რეკომენდაცია: მიღებულმა შედეგებმა, ასევე, გამოკვეთა ინგლისური ენის ლექტორებზე სისტემატური დაკვირვების საჭიროება, რაც შემდგომი თვისებრივი კვლევის საგანია.  


[1] პიჯინი – ორი ან რამდენიმე სხვადასხვა ენის ელემენტებისგან შემდგარი ჰიბრიდული ენა, რომელიც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეთა შორის საურთიერთობოდ გამოიყენება, თუმცა მისით მოსარგებლე არცერთი ენობრივი კოლექტივის მშობლიურ ენას არ წარმოადგენს.


 

ლიტერატურა

JakobssonC.
2010
Study of code switching in four Swedish EFL classroom. Moderna Sprak Engelska.
Muysken P.
2005
Bilingual speech: a typology of code-mixing. Cambridge University Press.
Myers C. S.
2006
Multiple Voices: An Introduction to Bilingualism. York: Blackwell Publishers
Myers C. S.
1993
Myers Scotton, Carol. Social Motivations of Codeswitching. Oxford: . Clarendon.
Myers C. S., Ury W.
1977
Bilingual Strategies: The Social Functions of Codeswitching, Journal of the Sociology of Language. 13, pp. 5-20.
Poplack S.
1980
Sometimes Ill start a sentence in Spanish y Termino en Espanol: toward a typology of code-switching. Linguistics, Vol. 18.
Wardaugh R.
1998
An Introduction to Sociolinguistics. New York: Brasil Blackwell.
Bergsleithne J. M.
2002
Grammar and interaction in the EFL classroom: a sociocultural study. Dissertação (Mestrado em Inglês) - Universidade Federal de Santa Catarina, Florianópolis.
Blom J. P., Gumperz J.
1972
Social meaing in linguistic structure: Code-switching in Norway. In J. Gumperz, & D. Hymes (Eds.), Directions in sociolinguistics. New York: Holt, Rinehart and Winston.
BragaM. C. O.
2000
Humor in the EFL classroom: a sociointeractionist perspective. Dissertação (Mestrado em Inglês) - Universidade Federal de Santa Catarina, Florianópolis.
Ferguson G.
2003
Classroom code-switching in post-colonial contexts: functions, attitudes, and policies. AILA Review
Flanders N. A.
1970
Analyzing Teaching Behavior. Reading, Mass: Addison-Wesley.
GumperzJ.J.
1982
Discourse Strategies: Studies in Interactional Sociolinguistics, New York: Cambridge University Press.
Guthrie L. F.
1984
Six Cases in classroom communication: a study of teacher discourse in the foreign language classroom. In: Lantolf J P, Labarca A, Eds. Research in second language learning: focus on the classroom. Norwood, NJ: Ablex
HoffmanC.
1991
An Introduction to Bilingualism. New York: Longman.
გიგაშვილი ქ.
2016
კოდის გადართვა და მისი სტრუქტურულ-ფუნქციური მახასიათებლები წოვათუშურ-ქართული ბილინგვური დისკურსის მიხედვით.
Guthrie, L. F.
1984
Guthrie, L. F. 1984 Six Cases in classroom communication: a study of teacher discourse in the foreign language classroom. In: Lantolf J P, Labarca A, Eds. Research in second language learning: focus on the classroom. Norwood, NJ: Ablex