ფრაგმენტულ ხელნაწერთა სტრუქტურული ანალიზი (კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფრაგმენტულ ხელნაწერთა ფონდში დაცული ექვსი ფრაგმენტის მაგალითზე)

 

ჩვენმა წინაპრებმა ხელნაწერი წიგნის მრავალი ათასი ნიმუში შექმნეს, რომლებიც ეროვნულ საუნჯედ იქცა. ქართულ ხელნაწერთა უმეტესობა დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში  (10000–მდე ერთეული). ხელნაწერი წიგნის შექმნა მოითხოვდა დიდ ფინანსურ ხარჯებს,  პროფესიულ ცოდნას, მხატვრული ხელოვნებისა და წიგნის ტექნიკურად დამზადებასთან დაკავშირებული ისეთი უნარების ფლობას, როგორებიცაა  საწერი მასალის – ტყავის – დამუშავება, მელნის დამზადება,   წიგნის აკინძვისა და ყდის დამზადება და ა. შ.

უძველეს ქართულ ხელნაწერებს, იგულისხმება V-VIII საუკუნეები, ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია, მათი მხოლოდ ფრაგმენტებია  შემორჩენილი, ხოლო IX-XVIII საუკუნეების ფონდში ინახება ხელნაწერები როგორც სრული სახით, ასევე – ფრაგმენტულად. შემორჩენილ ფრაგმენტულ ხელნაწერებში მხატვრული გაფორმების მხოლოდ  მცირედი კვალი იკვეთება. მაგ: საზედაო ასოები.

ფრაგმენტული ხელნაწერების წარმოშობას სხვადასხვა მიზეზი აქვს, ხშირ შემთხვევაში, ეს საწერ მასალასთან იყო დაკავშირებული. ეტრატი ყველაზე ძვირადღირებულ მასალად ითვლებოდა, ამიტომ ხმარებიდან გასულ  (ძირითადად იგულისხმება ლიტურგიკული და ბიბლიოლოგიური  შინაარსის თხზულებები, რომლებიც აღარ გამოიყენებოდა ღვთისმსახურებაში) ან დაზიანებულ ხელნაწერებს არ ყრიდნენ და იყენებდნენ ან ახალი ხელნაწერის შესაქმნელად (ნაწერს გადაშლიდნენ და ეტრატზე სხვა ტექსტს დაწერდნენ, ასე შეიქმნა პალიმფსესტი), ან სხვა ხელნაწერის ყდების საცავ ფურცლად (შემდგომში საცავ ფურცლად იყენებდნენ ქაღალდსაც).

ფრაგმენტების შესწავლა კომპლექსურ და მულტიდისციპლინურ კვლევას მოითხოვს. იმისათვის, რომ გაირკვეს, რომელი ხელნაწერის ნაწილია ესა თუ ის ფრაგმენტი, უპირველესად, აუცილებელია მისი არქეოგრაფიული აღწერილობა და ტექსტოლოგიური კვლევა, რაც გულისხმობს ხელნაწერი ფრაგმენტის ტექსტის შესწავლასა და იდენტიფიკაციას, სავარაუდო რედაქციის დადგენას; საჭიროა ყველა არსებული ანდერძ-მინაწერის შესწავლა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  ფრაგმენტების კოდიკოლოგიური ანალიზი მასალის, საწერი საშუალებების, ფორმის განსაზღვრა, სავარაუდო ქრონოლოგიური ჩარჩოს დადგენა; მხატვრული და პალეოგრაფიული თავისებურების შესწავლა; ფრაგმენტის დაზიანების ხარისხის ზუსტი აღწერა. ზოგადად, ხელნაწერთა ფრაგმენტების მულტიდისციპლინური მეცნიერული კვლევა წარმოადგენს თანამედროვე კოდიკოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს და კვლევის ახალ ეტაპს, ხელნაწერთმცოდნეობაში ჩამოყალიბდა  ახალი დარგი ფრაგმენტოლოგია, რომელიც  ხელნაწერი ფრაგმენტის წარმოშობას, შედგენილობას, მის მიგრაციას, მასალას, მოხატულობას, სავარაუდო ქრონოლოგიური ჩარჩოს დადგენასა და, აქედან გამომდინარე, უშუალოდ ხელნაწერთან მის მიმართებას სწავლობს. ამჟამად ჩვენი კვლევა მოიცავს ფრაგმენტების მხოლოდ სტრუქტურულ ანალიზს.

ქართულმა ხელნაწერმა მემკვიდრეობამ შემოინახა  ფრაგმენტული ხელნაწერების დიდი რაოდენობა, რომლებიც ქრონოლოგიურად მოიცავს V-XVIII საუკუნეებს. . კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ქართულ ხელნაწერ კოლექციაში (A, S, H, Q ფონდები) ფრაგმენტული ხელნაწერი შეადგენს, დაახლოებით, 1300 ერთეულს, აქედან 300-მდე ეტრატზეა შესრულებული. 1978 წელს .კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში შეიქმნა ფრაგმენტულ ხელნაწერთა კატალოგი, რომელშიც აღნუსხულია 295 ერთეული, აქედან 39 ერთეული ეტრატია. ფრაგმენტების ფონდი მუდმივად განახლებადია. ხელნაწერთა ყდების შესწავლის, ან კერძო პირთა პირადი საარქივო ფონდის დამუშავებისას ხშირად აღმოჩენილა ხელნაწერთა ფრაგმენტები, მათ შორის, ეტრატზე შესრულებულიც.  

 ჩვენი კვლევის მიზანს ამ ეტაპზე წარმოადგენს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფრაგმენტულ ხელნაწერთა კატალოგში აღნუსხული ეტრატზე შესრულებული ბიბლიოლოგიური შინაარსის ექვსი (6) ერთეულის  (N Fr.194, Fr.224,  Fr.231, Fr.217, Fr.221, Fr.294) სტრუქტურული შესწავლა. დასახელებულ ფრაგმენტთა ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს, სავარაუდოდ, XI-XV საუკუნეებს. შესაბამისად, ამ ფრაგმნეტების კვლევა გულისხმობს განსხვავებული საწერი მასალის, დამუშავების ტიპის, ასევე, ტექსტების რედაქციულ ნაირგვარობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე, ჩვენთვის კვლევის საგანს შეადგენს  დასახელებული ფარაგმენტების მხოლოდ სტრუქტურა, ტექსტოლოგიური თვალსაზრისით კი, სამ ნიმუშს გამოვარჩევთ, რომელთა შესახებ თითოეული ფრაგმენტის მიმოხილვაში გვექნება საუბარი. შედარებისთვის გამოყენებულია ადიშის, ძველი ჯრუჭის, პარხლის, წყაროსთავის ოთხთავები.

ფრაგმენტული ხელნაწერების კვლევის თანმიმდევრობა განისაზღვრა ქრონოლოგიურად, მითითებული ექვსი ფრაგმენტული ხელნაწერიდან სამი ფრაგმენტი ამოღებულია სხვადასხვა ხელნაწერის ყდიდან, სამი კი – საზოგადო მოღვაწეთა პირადი საარქივო ფონდიდან[1]:

1. Fr.221, 1 ფურცელი XI . ამოღებულია ნ. ბერძენიშვილის არქივიდან;

2. Fr.224, 1 ფურცელი, XI-XII . ამოღებულია A-1459- ყდიდან;

3. Fr.194, 1 ფურცელი, XII . ამოღებულია  A-506-ის ყდიდან;

4. Fr.231, 1 ფურცელი XII . ამოღებულია A-461- ყდიდან;

5. Fr.217, 1 ფურცელი XII . ამოღებულია ვ. დუნდუას არქივიდან;

6. Fr.294, 1 ფურცელი XV . რ. აბრამიშვილის არქივიდან.

დასახელებულ ფრაგმენტთა ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს XI-XV საუკუნეებს. აღნიშნული ფრაგმენტები ექვსი სხვადასხვა ხელნაწერის ნაწილია, შესაბამისად, ამ ფრაგმენტების კვლევა გულისხმობს განსხვავებული საწერი მასალის, დამუშავების ტიპის არსებობას, განსხვავებულია ფრაგმენტების ზომა, კალიგრაფიული და პალეოგრაფიული მონაცემები. ხელნაწერების სტრუქტურული კვლევისას, უპირველესად, კეთდება ხელნაწერთა არქეოგრაფიული აღწერილობა და შემდეგ ტარდება კოდიკოლოგიურ-ტექსტოლოგიური ანალიზი. უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებულ ხელნაწერთა აღწერილობაში ასეთი გაერთიანებული ინფორმაცია მოცემული არ არის, ხშირად მითითებულია მხოლოდ მასალა, რადგან ამ ფრაგმენტული ერთეულების მსგავსი მულტიკომპლექსური კვლევა-შესწავლა აქამდე არ ჩატარებულა.

1.Fr-221

აღნიშნული ფრაგმენტი დაცული იყო აკად. ნ. ბერძენიშვილის არქივში, რომელიც შემოვიდა ხელნაწერთა ინსტიტუტში ნ. ბერძენიშვილის ოჯახის სურვილით, მის მემორიალურ ნივთებთან ერთად. ფრაგმენტი შედგება ერთი ფურცლისგან, დათარიღებულია XI საუკუნით (ხელის მიხედვით). ხელნაწერის სტრუქტურა და პალეოგრაფიული მონაცემები გვაფიქრებინებს,  რომ იგი  უნდა ყოფილიყო წარჩინებული პირის დაკვეთით შესრულებული.

ფრაგმენტის სტრუქტურა ამგვარია: სიგრძე – 17,5 სმ. სიგანე – 12,9 სმ. სვეტში ტექსტის სიგანე – 3,8 სმ. სტრიქონებს შორის მანძილი – 0,5 მმ. სიტყვებს შორის მანძილი – 0,4 მმ. მარჯვენა მინდორი – 2,5 სმ. მარცხენა მინდორი – 1,5სმ. ზედა მინდორი – 1,4 სმ. ქვედა მინდორი – 2,5; 2,8 სმ. სვეტში სტრიქონთა რაოდენობა – 21-ია. ფურცელი დაზიანებული, დეფორმირებული, ნაკლული და დახეულია. ყუის მხარეს ქვედა ნაწილში მოხეული ნაწილი ჩაკეცილია.  მისი ძლიერი დეფორმაციის გამო მელანი და ტექსტი შელახულია, ამის გამო ძნელად იკითხება. v-ს მხარე ნაწერია ბეწვის მხრიდან, დაკანონვა შესრულებულია ისე ფრთხილად, რომ თითქმის არც ეტყობა. ფურცლის შუაში გავლებულ ვერტიკალურ ხაზებს შორის მანძილი, სადაც საზედაო ასოებია ჩაწერილი, 1 სმ-ია. საზედაო ასოები ჩამოგრძელებულია თითქმის ოთხი ნაწერი სვეტის სიგრძეზე. ზომა – 1,3-1,7 სმ.

ეტრატი კარგადაა დამუშავებული, ის წარმოადგენს თხელ საწერ მასალას. recto  ბეწვის მხარეა, ხოლო verso – ხორცის. მიკროსკოპული კვლევისას კარგად დამუშავებულ ეტრატზეც კი შეინიშნება ბეწვის კვალი და მიმართულება მცირე ლაქების სახით, რის საფუძველზეც დგინდება, რომელი ცხოველის ტყავია გამოყენებული საწერ მასალად. კარგად დამუშავებულ ეტრატზე შეუიარაღებელი თვალით რთულად განირჩევა ამგვარი ნიშნები. ასევეა აღნიშნული ფრაგმენტის შემთხვევაში.

ფრაგმენტი ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით, ორ სვეტად. საზედაო ასოებით გამოყოფილი თავები და მუხლები შესრულებულია სინგურით. ასოები ნაწერია მიჯრით. ასო „დონ“-ში შიგნით ჩაწერილია სინგურითვე მეორე ასო „ჵ“ (ჰოე), ასევე საზედაო ასოებს ქვეშ მიწერილი აქვს იმავე პატარა ზომის ასო სინგურითვე.

         აღნიშნული ფრაგმენტი წარმოადგენს მათეს სახარების მე-15 თავის მე-20-32 მუხლებს[2]. ფრაგმენტის ტექსტოლოგიური და მუხლობრივი წყობა გიორგი მთაწმინდელის რედაქციის თანხვედრილია ერთი დეტალის გარდა, კერძოდ, 31 მუხლში  გიორგისეულ რედაქციის ხელნაწერებში ეს მუხლი ასე იკითხება; „ვიდრე უკრდაცა ერსა მას, ხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა ისრალისასა(მ.15,31), ხოლო ფრაგმენტში აღნიშნული მუხლი იწყება სიტყვით არამედ (არამედ უკÂრდაცა...“) სხვა ხელნაწერებში, კერძოდ, ადიშის სახარებაში დასახელებული მუხლი იწყება „ვიდრე უკÂრდაცა...“, ხოლო H-1660 (ძვ. ჯრუჭის სახარება 52v), A-1453 (პარხლის სახარება, 36r), A-98 (წყაროსთავის სახარება, 24r)  მუხლი იწყება „ვითარმედ უკÂრდაცა...“, „არამედ“ და „ვიდრე“ არის ნაწილაკები, რომლებიც იხმარება შედარებისა და შეპირისპირებისას. ძველი ბერძნული ტექსტი იწყება „31 ὥστε τòν ὄχλον θαυμάσαι...“ რაც ითარგმნება – „ასე რომ, ამიტომ, იმისთვის რომ“. ამ ნიუანსის გათვალისწინებით, შესაძლოა ითქვას, ფრაგმენტის რედაქციულობის ზუსტი განსაზღვრა რთულია.

2. Fr-224

1978 წელს შედგენილი კატალოგის მიხედვით, ეს ფრაგმენტი ამოღებულია A-1459  ხელნაწერის ყდიდან. შემორჩენილია ფრაგმენტის 1 ფურცელი.

ფრაგმენტის არქეოგრაფიული აღწერა შემდეგია:  სიგანე – 24,3 სმ.; სიგრძე – 16,6 სმ; ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით ორ სვეტად; ერთი სვეტის სიგანე – 18 სმ; სტროფებს შორის მანძილი თანაბარია – 0,6 სმ; თითო სვეტში სტრიქონთა რაოდენობა 25-ია; შესრულებულია მუქი ყავისფერი მელნით. v-ზე ნაწერია ბეწვის მხრიდან. ტექსტი კარგად იკითხება. ნაწერი დაუზიანებელია. ფურცელი ახალი პაგინირებულია,  მარჯვენა ზედა კუთხეში ფანქრით არაბული ციფრებით მიწერილია 45. პაგინაცია შესრულებულია თანამედროვე ხელით. გაურკვეველია, რატომ მიაწერეს ეს ციფრი ფრაგმენტს.

r-ზე ხორცის მხარეს  ტექსტი შელახულია წებოს მინიმალური გამოყენების გამო, დამუშავებისას მოხსნილია წებოს ნადები, ასოებზე მელნის სიმკვეთრე შენარჩუნებულია და ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია.

ფურცლის ქვედა დაუწერელი ნაწილი დაზიანებულია, მოხეული და ნაკლული. დაუწერელ ადგილზე მინაწერია მხედრულად – „ცხოველი სულითა წაწაყმედილი გა...“ მინაწერის ნაწილი ფრაგმენტის მოხეულ ადგილთან ერთად დაკარგულია. კალიგრაფიის მიხედვით, მინაწერი XVII-XVIII საუკუნის ხელს ეკუთვნის.

ფრაგმენტის თითოეული მუხლი იწყება საზედაო ასოებით, რომლებიც ტექსტის მელნითვეა შესრულებული. ზოგიერთი საზედაო ასო ჩამოგრძელებულია სამი სვეტის სიგრძეზე. საზედაო ასოების ზომაა: სიგრძე – 1,5სმ; სიგანე 1 სმ. ყუის მხარეს შეიმჩნევა აკინძვისთვის გამოყენებული 4 რომბისებური ჩაჭრილი. მანძილი ჩაჭრილებს შორის შუაში არის – 7,5 სმ, ხოლო ფურცლის კიდეებიდან – 3,5 სმ.; ყუის მხრიდან სვეტამდე მანძილი – 3 სმ-ია; მეორე სვეტიდან მარჯვენა ნაპირამდე მანძილია – 2,3 სმ. დაკანონვა შესრულებულია ძალიან ფრთხილად, თითქმის შეუმჩნეველია. ფურცლის შუაში საზედაო ასოებისთვის სვეტებს შორის დატოვებული (დაკანონვის) მანძილის ზომაა ზედა მხარეს 1,5, ქვედა მხარეს 1 სმ.

სვეტის მარჯვენა მხარეს, საზედაო ასოების ჩაყოლებაზე სვეტის სისწორე დაცულია, ხოლო სვეტის მარცხენა მხარეს სისწორე დაცული არ არის.

სიტყვებს შორის მანძილი 0,3 მმ-ია, ხოლო იქ, სადაც სიტყვებს შორის ორი წერტილია (:) გამოყენებული, მანძილი – 0,5 სმ-ია.

ეტრატი კარგად დამუშავებული, საშუალო სისქისაა. პალეოგრაფიული თვალსაზრისით, ტექსტი შესრულებულია კალიგრაფიული ნუსხურით.

რაც შეეხება ფრაგმენტის ტექსტოლოგიურ მხარეს. ეს ფარგმენტი ჩვენთვის ამ თვალსაზრისით საინტერესო აღმოჩნდა. იგი წარმოადგენს იოანე სახარების მე-8 თავის 33-ე-51-ე მუხლებს[3]. ტექსტს აკლია ნაწილი, კერძოდ: „44. ოდეს იტყÂიან ტყუვილსა, თვსისაგან გულისა იტყÂან, რამეთუ მტყუვარ არს, და რამეთუ მამაÁცა მისი მტყუვარ არს. 45. ხოლო მე ჭეშმარიტსა გეტყÂ თქუენ, და არა გრწამს ჩემი. 46. ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათვს“. აღნიშნული ფრაგმენტი მოყვანილია სვანსონის სახარებათა ძველბერძნულ ტექსტთა აკადემიურ გამოცემაში: „8. 44 ὑμει̃ς ἐκ του̃ πατρòς του̃ διαβόλου ἐστὲ καὶ τὰς ἐπιθυμίας του̃ πατρòς ὑμω̃ν θέλετε ποιει̃ν ἐκει̃νος ἀνθρωποκτόνος ἠ̃ν ἀπ' ἀρχη̃ς καὶ ἐν τη̨̃ ἀληθεία̨ οὐκ ἔστηκεν ὅτι οὐκ ἔστιν ἀλήθεια ἐν αὐτω̨̃ ὅταν λαλη̨̃ τò ψευ̃δος ἐκ τω̃ν ἰδίων λαλει̃ ὅτι ψεύστης ἐστὶν καὶ ὁ πατὴρ αὐτου̃. 45 ἐγὼ δὲ ὅτι τὴν ἀλήθειαν λέγω οὐ πιστεύετέ μοι.46 τίς ἐξ ὑμω̃ν ἐλέγχει με περὶ ἁμαρτίας εἰ ἀλήθειαν λέγω διὰ τί ὑμει̃ς οὐ πιστεύετέ μοι“.

რაც შეეხება ქართულ ხელნაწერებს, ის შევადარეთ A-98 (წყაროსთავის სახარებას, X-XI სს, 188v), A-1453 (პარხლის სახარებას 973 წ., 206v-207r ), H-1660 (ძვ. ჯრუჭის სახარებას X ს. 255r),  ადიშის სახარებას (2003 წლის გამოცემა გვ. 400). ყველა დასახელებულ ხელნაწერში აღნიშნული მონაკვეთი დაფიქსირებულია ფრჩხილებში მითითებულ გვერდებზე. რაც შეეხება ფრაგმენტში დაცულ სახარების  დანარჩენ ტექსტს, იგი უცვლელად მისდევს გიორგი მთაწმინდელის რედაქციას. ფრაგმენტის სტრუქტურული კვლევის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მასზე არ აღინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანების კვალი, კერძოდ, ის არც გადაშლილია და არც ჩამოჭრილი, რაც ტექსტის დაკარგვის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ, მისი წაკითხვა მარტივადაა შესაძლებელი. ყოველივე ამის გათვალისწინებით აღნიშნული ტექსტის რედაქციულობა უფრო ფართო ტექსტოლოგიურ კვლევას მოითხოვს შესაბამისი დარგის მკვლევარებისგან.

3. Fr.194

Fr.194 ამოღებულია A-506 ხელნაწერიდან. მისი არქეოგრაფიული მონაცემები შემდეგია: სიგანე -12 სმ; სიგრძე – 16,16; სტრიქონებს შორის მანძილი – 0,5 მმ; ასოების ზომა: 0,1-0,2 მმ. ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით, ერთ მთლიან ტექსტად, ყაფისფერი მელნით, წვრილი შრიფტით. სიტყვებს შორის მანძილი – 0,2 მმ-ია. იქ, სადაც სიტყვებს შორის სამი წერტილია გამოყენებული, დაშორება – 0,3 მმ-ია.

v-ზე ნაწერი დაუზიანებელია და იკითხება თავისუფლად, აღინიშნება სინგურის ლაქები. r-ზე ტექსტი დაზიანებული და გაქექილია წებოს დიდი რაოდენობით გამოყენებისა და მისი ნადების მოცილების გამო. იკითხება ცუდად. ფრაგმენტს აღენიშნება მექანიკური დაზიანებები, შუაში ჩახეულია.

ფრაგმენტის r- მარჯვენა მხარე ტექსტთან ახლოსაა ჩამოჭრილი, ყუის მხარე მინდვრის გარეშეა, ჩამოჭრილია ქვედა ნაწილიც, ამიტომ დაკარგულია ტექსტის ბოლო ასოები და ხაზი, ხოლო v-ზე ჩამოჭრილია მარცხენა კიდე და ქვედა ნაწილი, ამიტომ დაკარგულია ზოგიერთ ადგილას დასაწყისი ასოები და ბოლო სტრიქონის ხაზის ქვემო ნაწილი. მარჯვენა კიდეზე მინდორი 2,2 სმ-ია. ხოლო ზედა – 18 სმ. ყუის მხარეს შეიმჩნევა დაკანონვის ხაზები. ფრაგმენტის სტრიქონთა რაოდენობა ფურცლის ორივე გვერდზე 27-ია. ტექსტში გამოყენებულია საზედაო ასოები, შესრულებული ტექსტის მელნითვე. საზედაო ასოს ზომაა 0,3 სმ.

რაც შეეხება ფრაგმენტის ტექსტოლოგიურ მხარეს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ ფრაგმენტების კატალოგში არასწორადაა მითითებული r და v. ასევე აღწერილობაში მითითებულია, რომ ფრაგმენტი უნდა ყოფილიყო ლუკას სახარების მე-16 თავის მე-10 მუხლი[4]. ხელნაწერის ტექსტოლოგიური კვლევისას აღმოჩნდა, რომ ფრაგმენტი იწყება ლუკას სახარების მე-15 თავის 30-ე მუხლიდან და სრულდება მე-16 თავის 21-ე მუხლით, თუმცა, 30-ე მუხლის დასაწყისი ნაკლულია დაზიანების გამო, ამიტომ ფრაგმენტის ტექსტი იწყება 30-ე მუხლის შუა ნაწილიდან.

4. Fr.231  

ფრაგმენტი ამოღებულია A-461 ხელნაწერის  ყდიდან, თარიღდება XII საუკუნით, ნაწერია ერთ სვეტად.

ტექსტი შესრულებულია კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით. ფრაგმენტი გარშემო მთლიანად შემოჭრილია, თუმცა, ზედა და ქვედა მხარე – მცირედ, ამას ადასტურებს ის, რომ ტექსტი r-დან v-ზე გრძელდება მცირედი შემოკლებით. აღინიშნება გადაკეცვის კვალი. ტექსტი ნაწერია ერთ სვეტად, მარცხენა მხარეს შეიმჩნევა დაკანონვის ხაზები.

v-ზე საზედაო ასოები შესრულებულია როგორც ტექსტში გამოყენებული მელნით, ასევე სინგურის გამოყენებით. r-ზე საზედაო ასოები არ შეიმჩნევა. ფრაგმენტის ზომა: 10,2X6,5; სიგრძე: 10,2; სიგანე: 6,5; საზედაო ასოების სიგრძე 1 სმ-ია, სიგანე - 0,5 სმ; სტრიქონებს შორის მანძილი – 0,8 სმ-ია. შემორჩენილი ტექსტის მარჯვენა კიდეზე დაცულია სისწორე და მისი ზომაა – 5,5sm. სიტყვებს შორის მანძილი სხვადასხვაა: 0,5; 0,3; 0,4 მმ. ზოგიერთ ადგილას სიტყვებს შორის გამოყენებულია სამი წერტილი (\), ასევე ერთი წერტილი(.), ასეთ შემთხვევაში მანძილი 0,6 სმ-ია.

v-ზე ბეწვის მხარეს მელანი უფრო მკვეთრია, ვიდრე – ხორცის მხარეს, თუმცა კარგად იკითხება. თითქმის გადაშლილია მე-2 და მე-4 სტრიქონები. r-ზე, იქ, სადაც გადაკეცვის კვალია და მის ქვემოთ, ტექსტი ნაწერია შედარებით წვრილი ასოებით – 0,3 სმ. 

ფრაგმენტის შემორჩენილი ტექსტი ტექსტოლოგიურად, ენობრივი ნორმებითა და მუხლობრივი დაყოფით  მისდევს გიორგი მთაწმინდელის ოთხთავის რედაქციას და არის მარკოზის სახარების თავი მე-5, მუხლი 42-43, თავი მე-6, მუხლი 1-10[5].

5. Fr-217

Fr-217 მეცნიერის ვარლამ დონდუას მდიდარი არქივიდანაა. თუ საიდან მოხვდა ვ. დონდუას არქივიდან ფრაგმენტი კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში გაურკვეველია, რადგან მისი პირადი არქივი დღესდღეობით დაუმუშავებელია და ინახება ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში.  ეტრატზე შესრულებული ფრაგმენტი (Fr.217) ერთი ფურცელია, დათარიღებულია XII საუკუნით (ხელის მიხედვით), ნაწერია კალიგრაფიული ნუსხურით, ყავისფერი მელნით, ორ სვეტად.

ფურცელი  დაზიანებულია, ნაკლულია, ჩამოჭრილია ზედა და ქვედა ნაწილი, შეიმჩნევა მოკეცვის კვალი, მარჯვენა ქვედა კიდეზე შენარჩუნებული აქვს ძაფის პატარა ნაგლეჯი. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს ფრაგმენტად გამოყენების დროს ნემსით შეკერვის კვალი. ფურცელი ფერშეცვლილია (კიდეებზე გაშავებულია).

ფრაგმენტის სიგრძე 13,1 სმ.; სიგანე 19,4 სმ.; ტექსტის სვეტების ზომა სხვადასხვაა, საწერი მასალის დაზიანების გამო: პირველი სვეტის სიგანეა 6,5 სმ; მეორე სვეტის სიგანე 6 სმ; ფურცლის შუაში საზედაო ასოებისთვის დატოვებული მანძილი 1,5 სმ-ია. საზედაო ასოები შესრულებულია როგორც ტექსტის მელნით, ასევე სინგურით და ჩამოგრძელებულია 3 სტრიქონამდე. ასოებს შორის მანძილი 0,01 მმ; სიტყვებს შორის მანძილი 0,03 მმ; საზედაო ასოს ზომა (სინგურით შესრულებული) 1,1სმ; საზედაო ასოს ზომა (ტექსტის მელნით) 1,5სმ. დაკანონვის ხაზები მკვეთრად შეიმჩნევა. v-ზე ნაწერი შესრულებულია ბეწვის მხარეს. r-ზე ტექსტი გადაშლილია წებოს გამოყენებისა და მისი ნადების მოცილების გამო, ამიტომ ძნელად იკითხება, კიდეებზე ტექსტი სრულად წაშლილია, იკითხება მხოლოდ შუა ნაწილი.

ეტრატს აღენიშნება ნესტის კვალის ლაქები. ზედა და ქვედა კიდეები არათანაბრად არის ჩამოჭრილი და ტექსტში სვეტების მიხედვით სტრიქონთა რაოდენობა არათანაბარია. ტექსტში სვეტების რაოდენობა მუხლების მიხედვით 20 და 21 სტრიქონია.

სახარება გიორგი მთაწმინდლის რედაქციისაა, წარმოდგენილია მათეს სახარება: თავი 27-ე, მუხლი 56 და 66 და თავი 28-ე, მუხლი 1-2[6]. ფრაგმენტის ძლიერი დაზიანების გამო ტექსტი ნაკლულია. ოთხთავის აღნიშნული რედაქცია დარჩენილი ტექსტის მიხედვით ტექსტოლოგიურად, ენობრივი ნორმებითა და მუხლობრივი დაყოფით მისდევს გიორგი მთაწმინდელის რედაქციას.

6. Fr.-294

აღნიშნული ფრაგმენტი კვლევის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფრაგმენტების კატალოგში აღნიშნული ფრაგმენტის შენიშვნებსა და დამცავ ფურცელზე მითითებულია, რომ ის ილია აბულაძეს 1962 წლის აგვისტოში, სოფ. არგვეთში, გადასცეს  როსტომ აბრამიშვილის ოჯახის არქივიდან. ილ. აბულაძემ ხელის მიხედვით ფრაგმენტი XV საუკუნით დაათარიღა. მისი მოსაზრებით, ფრაგმენტი ოთხთავის ტექსტის შემცველი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მიმდინარე ტექსტოლოგიური კვლევისას აღმოჩნდა, რომ ფრაგმენტი წარმოადგენს არა სახარებას, არამედ – ფსალმუნს, კერძოდ, მე-14 კანონის 39-45 მუხლებს და მე-15 კანონის 1-9 მუხლებს[7]. 

ფრაგმენტის არქეოგრაფიული კვლევისას მივიღეთ შემდეგი სურათი: ტექსტი ნაწერია ყავისფერი მელნით, კალიგრაფიული ნუსხურით, ერთ სვეტად და იკითხება თავისუფლად. ფრაგმენტის ზომებია: სიგანე – 9,4, სიგრძე – 14,2; სიტყვებს შორის მანძილი – 0,3 მმ.; ასოებს შორის მანძილი – 0,1 მმ; ასოები სხვადასხვა ზომისაა – 0,2-0,3-0,4 მმ.

ფრაგმენტზე დაკანონვა შესრულებულია ფრთხილად და ფაქიზად, ამიტომ ეტრატი არ არის დაზიანებული (გაჭრილი). როგორც წესი, ხელნაწერებში დაკანონვა სრულდებოდა თანაბარი დაშორებით, თუმცა, აღნიშნულ ფრაგმენტში ეს პარამეტრი დარღვეულია და სტრიქონებს შორის მანძილი სხვადასხვაა.

ფრაგმენტი დაზიანებულია: ფერი შეცვლილია (გაშავებულია), შემოჭრილია გარშემო. ამის გამო ტექსტი ნაკლულია. ყუის მხარეს გამოკვეთილია რამდენიმე საზედაო ასო, რომლებიც ტექსტის მელნით არის შესრულებული უფრო მუქად და გამოკვეთილად. თითოეული მუხლი იწყება აბზაცით. r-ზე ქვედა ნაწილში მითითებულია მე-15 კანონის ნომერი ნუსხურით, ქარაგმის გამოყენებით. აღნიშნული ფრაგმენტის კვლევამ აჩვენა, რა მნიშვნელობა აქვს ხელნაწერის ტექსტოლოგიურ ნაწილს სტრუქტურული ანალიზისას.

დასახელებულ  ფრაგმენტთა კვლევამ წარმოაჩინა მათ შორის საერთო ნიშნები და განსხვავებები. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ფრაგმენტის ტექსტში ამა თუ იმ საკითხავის ან თავის გამოსაყოფად გვხვდება სხვადასხვა ნიშანი: ჰორიზონტალურად დასმული  სამწერტილი (QQQ), გამოყენებულია კლაკნილი ხაზები (GGG); საზედაო ასოს მუცელსა და თავში გვხვდება ასეთი ნიშნები: , ,, , რომლებიც, თავის მხრივ, ტექსტის მონიშვნის გარდა, ხელნაწერის ერთგვარ სამკაულსაც წარმოადგენს. ზოგიერთი საზედაო ასო ჩამოგრძელებულია მომდევნო სტრიქონამდე, სასვენ ნიშნად გამოყენებულია ერთწერტილი, ორწერტილი, სამწერტილი.

ყოველივე ზემოგანხილულის მიხედვით ირკვევა, რომ ჩვენ მიერ შესწავლილი ექვსი ფრაგმენტი წარმოადგენს სხვადასხვა ხელნაწერის ნაწილს.  მათგან ხუთ ფრაგმენტში (Fr-221, Fr-224, Fr.194, Fr.231, Fr-217)  შემონახულია  სახარების სხვადასხვა თავისა და მუხლის ტექსტი,  ხოლო ერთში (Fr.-294) დაცულია ფსალმუნის ტექსტი.

ამრიგად, ფრაგმენტული ხელნაწერების მულტიდისციპლინური, სტრუქტურულ-კოდიკოლოგიური კვლევა მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ფრაგმენტების შესახებ როგორც სტრუქტურული, ისე – ტექსტოლოგიური თვალსაზრისით. ყოველივე ამის საფუძველზე შესაძლოა იმ ხელნაწერთა მიგნებაც,  რომლთა ნაწილებსაც წარმოადგენს  თავის დროზე აღნიშნული ფრაგმენტები. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში  არაერთი შემთხვევა ყოფილა,  როცა ფრაგმენტული ნაწილის კვლევისას აღმოჩენილა მისი სრული ტექსტი და ფრაგმენტი შეერთებია ხელნაწერს, როგორც მისი ნაწილი[8]. ფრაგმენტული ხელნაწერების კვლევის აუცილებლობაზე მეტყველებს ისიც, რომ ჩვენი კვლევის შედეგად დაზუსტდა  ფრაგმენტების კატალოგში მითითებული ზოგიერთი მონაცემი, კერძოდ,  აღმოჩნდა, რომ   კატალოგში არასწორად იყო მითითებული Fr.294 -ის  რაობა და სავარაუდო თარიღი. ის წარმოადგენს არა ოთხთავის ფრაგმენტს, არამედ ფსალმუნისას და გადაწერილი უნდა იყოს არა  XV საუკუნეში, როგორც მითითებულია  ფრაგმენტების კატალოგში,  არამედ –  არაუგვიანეს XIII საუკუნისა. ჩვენი კვლევის შემთხვევაში ყოველი ფრაგმენტის დახასიათება მოხდა თანამედროვე კოდიკოლოგიის მოთხოვნების გათვალისწინებით: დადგინდა მასალა, მელანი, საწერი საშუალება, ზომები, პაგინაცია, გადამწერი, გადაწერის ადგილი, მომგებელი, პალეოგრაფიული თავისებურებები, მოხატულობა, მხატვარი, თარიღი.  



[1]  დასახელებული ფრაგმენტების ანოტაციები უცვლელად არის ამოღებული კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფრაგმენტული ხელნაწერების კატალოგიდან.

[2] 1r: 20. „[შეაგი]ნებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ჴელითა ჭამაჲ არა შეაგინებს კაცსა. 21. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. 22. და აჰა ესერა დედაკაცი ქანა, ნელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. 23. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი (მე-2 სვეტი) ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. 24. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. 25. ხოლო იგი მოუჴდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! 26. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. 27. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა.

1v: 28. მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან. 29. და წარვიდა მიერ იესუ და მოვიდა ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ. 30. და მოუჴდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვა მათ თანა მკელობლები, ბრმები, ყრუნი, ქუეწარმძრომელნი და სხუანი მრავალნი თითო-სახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერჴ(მე-2 სვეტი) თა თანა მისთა, და განკურნნა იგინი, 31. ვიდრე უკჳრდაცა ერსა მას, ხედვიდეს რაჲ, ვითარ-იგი ყრუნი იტყოდეს, და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს, და ბრმანი ხედვიდეს; და ადიდებდეს ღმერთსა ისრაჱლისასა. 32. ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმთაჲ არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“.

[3]1 r: „33. მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: ჩუენ ნათესავნი აბრაჰამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონებდით; ვითარ-ეგე შენ იტყჳ, ვითარმედ: განსთავისუფლდეთ? 34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ. და მონამან არა დაიმკჳდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკჳდროს უკუნისამდე. უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ. 37 -34. უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ, არამედ მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის. 38-35. მე რომელი ვიხილე მამისა ჩემისა თანა, მას ვიტყჳ; და თქუენ

რომელი იხილეთ მამისა თქუენისა თანა, მას ჰყოფთ. 39-36. მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. 40-37. ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ, რომელი მესმა ღმრთისაგან. ესე აბრაჰამ არა ქმნა. (41) ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა41-38. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვით [რა შობილ ]

1v: ართ, ერთი მამაჲ ვიცითღმერთი. (42) ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი მამაჲ თქუენი იყო, გიყუარდიმცა მე, რამეთუ ღმრთისაგან გამოვედ და მოსრულ ვარ, 39. რამეთუ არა თავით თჳსით მოსრულ ვარ, არამედ მან მომავლინა მე. (43) რაჲსათჳს სიტყუანი ჩემნი არა იცნით? რამეთუ ვერ ძალ-გიც სიტყუათა ჩემთა სმენად. 44-40 თქუენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულის-თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რამეთუ იგი კაცის-მკვლელი არს დასაბამითგან და ჭეშმარიტებასა არჲ დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტება არა არს მის თანა. (46) [უკუეთუ ჭეშმარიტსა] გეტყჳ თქუენ, რაჲსათჳს არა გრწამს ჩემი? (47) რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს; ამისთჳს არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან. 48-41 მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ , და ეშმაკი არს შენ თანა? 49-42. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცე მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე. (50) ხოლო მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელი ეძიებს და სჯის. 51-43. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სი[კუდილი არა იხილოს უკუნისამდე]“.

 

[4] 1 r 30. [თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. 31. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. 32. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. (თავი 16) 1. და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი. 2. და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად. 3. ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის. 4. უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა. 5. და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანა-მდებსა უფლისა თჳსისასა და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისაჲ? 6. და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. და ჰრქუა მას: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი. 7. მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან თქუა: ასი სათოელი იფქლისაჲ. ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაწერე: ოთხმეოცი. 8. და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა. 9. და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ

1(v)საყოფელთა. 10. სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს. 11. უკუეთუ სიცრუვისა ამას მამონასა სარწმუნო არა იქმნნეთ, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქუენ? 12. და უკუეთუ სხჳსასა ამას სარწმუნო არა იქმნნეთ, თქუენი იგი ვინ მოგცეს თქუენ? 13. არავის მონასა ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და ერთი შეიყუაროს, და ანუ ერთისაჲ თავს-იდვას და ერთი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა. 14. ესმოდა ესე ყოველი ფარისეველთაცა, რამეთუ ვეცხლის-მოყუარე იყვნეს და შეურაცხ-ჰყოფდეს მას. 15. და ეტყოდა მათ: თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავსა თჳსთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა. 16. რამეთუ სჯული და წინაწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე: მიერითგან სასუფეველი ღმრთისაჲ ეხარების, და ყოველივე მისა მიმართ იიძულების. 17. უადვილეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაჲ ვიდრეღა სჯულისა ერთი რქაჲ დავრდომად. 18. ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა; და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა. 19. კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. 20. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა. 21. და გული-ეტყოდა განძღებად ნამუს

1r.42. იყო იგი ვითარ ათორ[მეტის წლის ოდენ.] და განუკჳრდებოდა [მათ განკჳრვებითა] დიდითა ფრიად . 43. და ამცნე[ბდა მათ ფრიად, რაჲთა არა]ვინ აგრძნას ესე, [და უბრძანა მათ], და სცენ მას ჭამადი. თავი 6: 1.და გამოვიდა მიერ და [მოვიდა თჳსა მამუ]ლად, და მოსდევდე[ მას მოწაფენი მისნი. 2. და] იყო შაბათი, და იწყ[ შესაკრებელსა მათ]სა სწავლად მათ. [და მრავალთა,] რომელთა ესმოდა, [ანუკჳრდებოდა და იტ]ყოდეს: ვინაჲ [რს ესე ამისა? ანუ] რაჲ არს სიბრძნე [ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან?]

1 v 6. [და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გა]რემო სოფლებსა მას [და ასწავებდა მათ. 7. და მოუწოდა ათორმე]ტთა მათ და იწყო წა[რვლინებად მათა] ორ-ორისა და მისცემ[და ჴელმწიფებასა სუ]ლთა ზედა არაწმიდათა. 8.[ და ამცნებდა მათ, რაჲთა ]რარაჲ მიიღონ გზა[სა ზედა, გარნა კუერთ]ხი ხოლო: ნუცა ვაშკა[რანი, ნუცა პური,] ნუცა სარტყელსა [რვალი. 9. და რაჲთა ეს]ხნენ სანდალნი, და [ნუცა შემოსად ორი] სამოსელი. [10. და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შე]ხჳდეთ სახლსა, მუ[ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე.]

[5] 1r:42. იყო იგი ვითარ ათორ[მეტის წლის ოდენ.] და განუკჳრდებოდა [მათ განკჳრვებითა] დიდითა ფრიად . 43. და ამცნე[ბდა მათ ფრიად, რაჲთა არა]ვინ აგრძნას ესე, [და უბრძანა მათ], და სცენ მას ჭამადი. თავი 6: 1.და გამოვიდა მიერ და [მოვიდა თჳსა მამუ]ლად, და მოსდევდე[ მას მოწაფენი მისნი. 2. და] იყო შაბათი, და იწყ[ შესაკრებელსა მათ]სა სწავლად მათ. [და მრავალთა,] რომელთა ესმოდა, [ანუკჳრდებოდა და იტ]ყოდეს: ვინაჲ [რს ესე ამისა? ანუ] რაჲ არს სიბრძნე [ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან?]

1v: 6. [და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გა]რემო სოფლებსა მას [და ასწავებდა მათ. 7. და მოუწოდა ათორმე]ტთა მათ და იწყო წა[რვლინებად მათა] ორ-ორისა და მისცემ[და ჴელმწიფებასა სუ]ლთა ზედა არაწმიდათა. 8.[ და ამცნებდა მათ, რაჲთა ]რარაჲ მიიღონ გზა[სა ზედა, გარნა კუერთ]ხი ხოლო: ნუცა ვაშკა[რანი, ნუცა პური,] ნუცა სარტყელსა [რვალი. 9. და რაჲთა ეს]ხნენ სანდალნი, და [ნუცა შემოსად ორი] სამოსელი. [10. და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შე]ხჳდეთ სახლსა, მუ[ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე.]

[6]1r: 56. რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ. 57. [და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა.] 58. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. 59. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა. 60. და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა. 61. იყო მუნ მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ, [და სხდეს წინაშე საფლავსა მას. 62. ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა 63. და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო]. 64. აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა. 65. ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. 66. ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა. (თავი 28-ე) 1. ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის. 2. და აჰა ძრვაჲ იყო

 1v: [დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. 3. ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი]. 4. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი. 5. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ. 6. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. 7. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქუ თქუენ. 8. ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა [მისთა. 9. და ვითარ-იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას]. 10. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ, წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე. 11. და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა ესერა დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთ-მოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა. 12. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ. 13. და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა. 14. უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ. 15. ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაÁ ესე ჰურიათა შორის, ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

[7]  39. 1 r: [განჰმარტა ღრუბელი სა] გრილა [ მათდა და ცეცხლი მნათო]Á მათდა ღამე. 40. [ითხო]ვეს, და მოÃდა მწყერ-მარ[ხილი, და ]ურითა ზეცისაÁთა განაძღნაÁ იგ[ინი;41. სცა] კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, [და] ვიდოდეს ურწყულსა მდინარე[ნი.42. რამეთუ მო]Ãსენა სიტყÂსა წმიდისა Âსისა, [რომელ] ჰყო აბრაჰამის მიმართ მონისა Âსისა.43. [და გა]მოიყვანა ერი თვისი სიხარულით [და] რჩეულნი მისნი შუÀბით.44. [და] მისცა მათ სოფლები წარმართთაÁ, და ნაშრომი ერთა დაიმკÂდრეს, 45.[ რაითა და]იცვნენ სამართალნი მისნი [და] შჯული მისი მოიძიონ. [1. აუ]ვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არ[, რამეთუ] უკუნისამდე [არს წყალო]Á მისი. [2. ვინ-მე იტყოდეს ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ჰყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი? 3. ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა. 4.]

1v:[]ომიÃსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებ[ითა] ერ[ისა შენისაითა და ]ომÃედენ ჩუენ მაცხოვარებითა [შენითა.5. რაით] ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებÁ რჩე[ულთა შენთაი ] ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა [ნათე]სავისა შენისაითაÁ, [რაით] ვიქებოდით ჩუენ სამკÂდრებელთა [შენთა თანა.] 6. ვცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უშჯულ[] ვიქმნენით და გეცრუვენით [შენ]. 7. მამათა ჩუენთა ეგÂპტეს შინა არა [გული] ÃÁ-ყვნეს საკÂრველებანი შენნი, არცა მოიÃსენნეს მრავალნი წყალობანი [ენნი ] განგამწარეს წიაღსლვასა [ზღÂსა] მის მეწამულისასა.8. და Ãსნა იგინი სახელისა მისისათ[Â, რაითამცა] გულისÃმა-ყვეს ძლიერებÁ [მისი; 9. და შეჰ]რისÃნა [ზღუასა] მეწამულსა.

[8] A-345 პავლე მოციქულის ეპისტოლენი X . შეუერთდა S-1138- როგორც მისი ნაწილი; A-999 წიგნი ბაამან ხელმწიფისა XIX ს. 78ფ. ძველი პაგინაციით 479-641 შეუერთდა A-860, როგორც მისი ნაწილი, მსგავსი მაგალითების მოყვანა შეიძლება ათეულობით.

 

ლიტერატურა

ადიშის ოთხთავი
2003
ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ელგუჯა გიუნაშვილმა, დარეჯან თვალთვაძემ, მანანა მაჩხანელმა, ზურაბ სარჯველაძემ და სოფიო სარჯველაძემ, თბილისი.
აღწერილობა...
1973
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (A), თბილისი.
ბერძენიშვილი ნ.
1981
ბიობიბლიოგრაფია, მეცნიერება, თბილისი.
ბერძენიშვილის ნ.
პირადი საარქივო ფონდი. კატალოგი...
დანელია კ., სარჯველაძე ზ.,
1997
ქართული პალეოგრაფია, თბილისი.
თაყაიშვილი ექ.
2010
ბიობიბლიოგრაფია, მეცნიერება, თბილისი.
კეკელიძე კ.
1960
ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.I. თბილისი.
კეკელიძე კ.
1979
ბიობიბლიოგრაფია, მეცნიერება, თბილისი.
კეკელიძის არქივი
პირადი საარქივო ფონდი
აბულაძე ი.
1973
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი, თბილისი.
მაჭავარიანი ე.
2002
წიგნის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბილისი.
მეტრეველი ელ.
2007
ბიობიბლიოგრაფია, მეცნიერება, თბილისი.

1986
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
იმნაიშვილი ი.
1979
ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია.
შანიძე ა.
1977
ბიობიბლიოგრაფია, მეცნიერება, თბილისი.
ჭუმბურიძე ზ.
1983
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ, თბილისი.
ხახანაშვილის ალ.
პირადი საარქივო ფონდი. არქივი... ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ფრაგმენტების კატალოგი
ჯავახიშვილი ივ.
1949
ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბილისი.
ჯავახიშვილი ივ.
1976
ბიობიბლიოგრაფია, მეცნიერება, თბილისი. არქივი...
Шмерлинг Р.
1976
Худжественное оформление грузинской рукописной книг IX-XI вв., Тбилиси.
Giovannini A.
2010
Die Erhaltung von Buchern und Archivalien.
Reuben J. Swanson
1996
New Testament Greek Manuscripts. John s.119-120.
Reuben J. Swanson
1996
New Testament Greek Manuscripts. Matthew s.149