შორენა თავაძე

შორენა თავაძე 1998 წლიდან მუშაობს კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიაში რესტავრატორად.
2013 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ხელოვნებათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე.
2009 წელს სტაჟირება გაიარა გერმანიაში, ქ. მიუნხენში, წიგნისა და ქაღალდის კონსერვაცია-რესტავრაციის ინსტიტუტში (IBR).
2014 წელს მიიღო DAAD სტიპენდია და 1 წელი სწავლობდა გერმანიაში ქ.კოლნის კონსერვაციისა და რესტავრაციის ინსტიტუტში (CICS).
ამჟამად, როგორც პრაქტიკოსი რესტავრატორი, მუშაობს საწერი მასალის (ეტრატი) სტრუქტურულ კვლევასა და დიაგნოსტიკაზე.
2017 წელს (6 თვე) დაფინანსდა თსუ-ს სტუდენტური პროექტი, „ეტრატზე შესრულებული ფრაგმენტულ ოთხთავთა სტრუქტურულ-კოდიკოლოგიური ანალიზი“.
არის არაერთი სტატიის ავტორი და თანაავტორი. მონაწილეობს „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი”; ასევე – კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის პროექტში „წიგნის მოვლის კულტურა“.

ელ-ფოსტა: tavadze@hotmail.com