კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდიამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანისტიკის განხრით, საზღვარგარეთის აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის სპეციალობით. ამჟამად არის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, მუშაობს სრულუფლებიან და საგანგებო დესპანად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. არის მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევრაზიის ექსპერტი, პოლიტიკური ექსპერტი. იკვლევს ძველი აღმოსავლეთის კულტურასა და რელიგიებს, საზოგადოებრივ ურთიერთობებს IV-V საუკუნეების ირანში. გამოცემული აქვს მონოგრაფია „ადრექრისტიანული ქართლის კულტურული მოზაიკა“. აქვს 17 პუბლიკაცია, 10 მონოგრაფია, თარგმნილი და წიგნებად გამოცემული აქვს XIX-XX საუკუნეების გერმანელი და ბრიტანელი პრერაფაელიტების პოეზია, სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

ელ-ფოსტა: cgamsakhurdia@gmail.com