მზისა ბუსკივაძე

მზისა ბუსკივაძემ 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 2005-2006 წლებში იყო იზმირის 9 სექტემბრის სახელობის უნივერსიტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის განყოფილების მკვლევარი. 2013 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „ფემინიზმი თურქეთში და ქალი ავტორების საკითხი თურქულ ლიტერატურაში“, 2017 წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდა მეცნიერთა საზღვარგარეთ სტაჟირების გრანტის ფარგლებში სამი თვით იმყოფებოდა ანკარაში, ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტში ფოლკლორისტიკის განყოფილებაში. მზისა ბუსკივაძე ეწევა აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ელ-ფოსტა: mzisa7@yahoo.com