მანუჩარ გუნცაძე

მანუჩარ გუნცაძე 2006-2010 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე. 2012 წელს დაამთავრა ამავე ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა. 2014 წლიდან დღემდე არის ისტორიის სადოქტორო პროგრამის (საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა) სტუდენტი. ამასთანავე, მანუჩარ გუნცაძე მუშაობს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

ელ-ფოსტა: manuchar.guntsadze@tsu.ge