ნინო მეგენეიშვილი

ნინო მეგენეიშვილი 2002 წლიდან მუშაობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპატამენტში სხვადასხვა პოზიციაზე: 2002-2010 წლებში იყო სამკითხველო დარბაზის გამგე, 2010-1013 წლებში ქართულ ხელნაწერთა საცავის მცველი, 2014 წლიდან დღემდე ფოტო-მიკროფირების საცავის მცველი და დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2016 წელს ჩაირიცხა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის სადოქტორო პროგრამაზე. 2006 წელს გახდა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,A ფონდის დაუმუშავებელ ხელნაწერთა აღწერილობა“ მონაწილე; 2011 წელს გრაცის უნვერსიტეტის დაკვეთით გააკეთა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ლათინურ ხელნაწერთა აღწერილობა; 2012 წელს იყო მეცნიერ-კონსულტანტი ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის პროექტში „თანამედროვე ქართული ენის კორპუსის ანოტირებისა და ანალიზის პროგრამები“ ,,ვეფხისტყაოსნის“ ინტერნეტპორტალის შექმნა“. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია.

ელ-ფოსტა: ninomegeneishvili@gmail.com