ნანა ტოხვაძე

2005 წელს ნანა ტოხვაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა; ბერძნული ენა და ლიტერატურა. ხოლო – 2009 წელს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა, ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხით, ახალი ბერძნული ფილოლოგიის სპეციალობით.
ამჟამად ნანა ტოხვაძე ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, დოქტორანტია.
იგი მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში. არის თანამედროვე ბერძენი ავტორების მთარგმნელი.

ელ-ფოსტა: tokhvadze@yahoo.com