ელზა ხაინდრავა

2005 წელს ელზა ხაინდრავა ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ისტორიის მიმართულებით), რომელიც მან დაამთავრა 2009 წელს. იმავე წელს ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურაში კავკასიოლოგიის სპეციალობაზე. 2011 წელს მიენიჭა კავკასიოლოგიის მაგისტრის ხარისხი.
ელზა ხაინდრავა 2012 წლიდან სწავლობს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე (საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის მიმართულებით).
ელზა ხაინდრავა მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში. არის 2 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ელ-ფოსტა: elzakhaindrava@gmail.com