თეიმურაზ გვანცელაძე

თეიმურაზ გვანცელაძემ 1974 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1978 წელს – ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა. მან 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1997 წელს – სადოქტორო დისერტაცია. 1977–2006 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც იყო ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი და წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 2006–2009 წლებში თეიმურაზ გვანცელაძე იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის სრული პროფესორი და კავკასიოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. 2008 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორი და აფხაზური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. 2010 წლიდან არის საქართველოს საპარტიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი. სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს 227 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 15 წიგნი.

ელ-ფოსტა: temgva@yahoo.com