რუსუდან გერსამია

აკადემიური დოქტორი, ქართველური ენების სპეციალისტი, სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 2004 წელს საკვალიფიკაციო ნაშრომისათვის ლექსიკური სინონიმია მეგრულში. თანაავტორი მონოგრაფიებისა: მეგრულის ლინგვისტური ანალიზი [2010]; ხაზთაშორის მორფემული გლოსირება (ნაწ.1), მეგრული ტექსტები (ნაწ. 2) [2012]. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ოთხი სამეცნიერო პროექტის (2006-2009, 2008-2011, 2013-2015, 1013-1016) ავტორი და თანაავტორი; ფოლკსვაგენ შტიფტუნგის (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის ქართული ენის ეროვნული კორპუსი მკვლევარი (2015), ამავე ფონდების მიერ დაფინანსებული თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული „დიგიტალური ჰუმანიტარიის“ ზაფხულისა და ზამთრის სკოლებში მოწვეული ლექტორი (2014; 2015; 2016). 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, კოლოკვიუმებისა და სემინარების მონაწილე. ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის (გერმანია) ლინგვისტური წრის წევრი.
ინტერესის სფერო: ქართველური ენები (მეგრული და ლაზური ენების მორფონოლოგია, მორფოლოგია, სემანტიკა; შედარებითი გრამატიკა); კორპუსული ლინგვისტიკა.

ელ-ფოსტა: rgersamia@iliauni.edu.ge