ნესტან ჩხიკვაძე

ნესტან ჩხიკვაძე დაიბადა 1958 წელს. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (“ავგაროზის ეპისტოლის” ძველი ქართული რედაქციები”) და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1992 წლიდან არის აპოკრიფული ლიტერატურის შესწავლისა და გამოცემის ასოციაციის (AELAC) წევრი (პარიზი-ლოზანა). იგი არის 1 მონოგრაფიისა და 30-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. მუშაობს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უფროს მეცნიერ თანამშრომლად.E
სამეცნიერო ინტერესები: ხელნაწერმცოდნეობა, შუა საუკუნეების წერილობითი ტრადიცია კულტურათა დიალოგის კონტექსტში; ძველი მწერლობის ტექსტების სამეცნიერო და პოპულარული პუბლიკაციების მომზადება; შუა საუკუნეების შემეცნებით-საგანმანათლებლო ტენდენციები.

ელ-ფოსტა: nestan_tch@yahoo.com