ლელა ციხელაშვილი

ლელა ციხელაშვილი – ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, კითხულობს საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
დისერტაცია დაიცვა 1999 წელს. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება ქართული (ქართველური) ენის სტრუქტურისა და ისტორიული გრამატიკის საკითხებს, ძველი ქართული ენის გრამატიკულ წყობას. შექმნილი აქვს სალექციო კურსი ძველ ქართულ ენაში. მონაწილეობდა პროექტ „ტიტუსში“ („არმაზი“), რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ძველი და საშუალი ქართულის ტექსტების მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

ელ-ფოსტა: lelatsikhelashvili@gmail.com