ზურაბ პაპასქირი

ზურაბ პაპასქირი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, დაიბადა 1950 წელს. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1972-1975 წლებში სწავლობდა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1978 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საქართველო და აღმოსავლეთი ევროპა XI-XII საუკუნეებში" . 1991 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „შუა საუკუნეების საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა. X ს. 70-იანი - XI ს. 80--იანი წლები". არის 130-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 11 მონოგრაფიისა და წიგნის, ავტორი.


სამეცნიერო ინტერესების სფერო: შუა საუკუნეების საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობები; აფხაზეთის ისტორია. 

ელ-ფოსტა: zpapaskiri@gmail.com